ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2020


ეპიგრაფებად

პალადინობდი,
მეფობდი და ლაზიერობდი.
ღალღა გაფრენის ისტორიას გიზიარებდა.
ბავშვად წისქვილებს ეომებოდი...
მერე მოვიდა ამაოება.

გაიხსენე ბეწვის ხიდი,
სანამ აბჯარს შეიხსენ.
მტრის ისრისგან დაიხსნიდი,
მტრის ისრიდან ვერ იხსენ.

თავთა წამოსაცმელ ხარდანს,
ბოროტ მეფეს პარავდი.
ახლა კაცად გაზრდილხარ და
როგორ დაპატარავდი?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები