ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2020


სიმღერა

კელიაში იყო ბერად,
ისტორიად, მითად, ერად.
დავიწყება იცის, დედა -
დავიწყება ისეთი.
შავი ზღვიდან მონაბერი,
ქარი აფხაზურად მღერის.
ისევ ტირის ლემადე და
აჭარაში ისევ წვიმს...
ნაღმები და ნიყვებია.
ჩამავალ მზეს მიყვებიან,
ისტორიებს მიყვებიან
რაინდები, მეფენი.
შავი ზღვიდან მონაბერი,
ქარი აფხაზურად მღერის,
იალაღზე ყაყაჩოებს 
ეალერსა რეფრენი.
ჭერი, ჭა და კარ-მიდამო
სავანეა სამუდამო.
დავიწყება იცის, დედა-
დავიწყება ისეთი.
შავი ზღვიდან მონაბერი,
ქარი აფხაზურად მღერის.
ისევ ტირის ლემადე და
აჭარაში ისევ წვიმს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები