ნაწარმოებები


ლილე2023 შედეგები გამოქვეყნებულია ფორუმზე     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: თარგმანი
4 აპრილი, 2020


ღიმილი .ლერმონტოვი(ფრანგ)

როდესაც,  გიცქერ  და იღიმები ,
  გულში  ბაღები  ყვავილდებიან
და  ჩურჩულებენ  საამო  ხმები
რომელსაც,ალბათ  ,  გაიგებ, გვიან.
 
თვალებში დარჩა  წარსული, ჩვენი
და გადავუსვი ,შენს გამო, ტირე,
ხან ,დავლოცე და ხან, შევაჩვენე
და სიჩუმეში  გამოვიტირე.
რადგან,  შენ , უკვე, მეგზური  არ  ხარ,
მწველ მზერას  სხვისთვის დაათარეშებ.
ცარიელი  ვარ, ისევე , ახლა,
როგორც სამოთხე ღმერთის გარეშე.
თუნდ, ,  ჩამითვალე  ახირებაში,
რასაც  ვგრძობდი და დამრჩა აქამდი.
მე  ბედნიერი ვყოფილვარ, მაშინ,
როცა მიყვარდი , როცა მტანჯავდი.

Sourire
Quand je te vois sourire,
Mon cœur s’épanouit,
Et je voudrais te dire,
Ce que mon cœur me dit !
Alors toute ma vie
A mes yeux apparaît ;
Je maudis, et je prie,
Et je pleure en secret.
Car sans toi, mon seul guide,
Sans ton regard de feu
Mon passé paraît vide,
Comme le ciel sans Dieu.
Et puis, caprice étrange,
Je me surprends bénir
Le beau jour, oh mon ange,
Où tu m’as fait souffrir !…



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები