ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
27 მაისი, 2021


საყვედური

შენ -
დიდი ყანის უდიდეს პატრონს
ხელგეწიფება მწიფობის მერე გაარჩიო
იფქლი ღვარძლისგან.
რა იქნებოდა დათესვამდე გადაგერჩია?
ჩვენ როგორ შევძლოთ, ჩვენსავე შიგნით,
ერთმანეთში ჩახლართული
კულტურის და სარეველის განცალკევება?
ან, ასე რატომ განგვაწესე?
ცალი თვალი რომ საკლავისადმი
სიბრალულით გვენამება,
მეორე თვალით კარგი ხორცის შერჩევას ვცდილობთ.
ანდა, რომელი უნდა ვიდარდოთ:
მგლის ლეკვების მშივრად დარჩენა,
თუ ის ირემი,
ახალშობილი შვილისაგან მტაცებლების გასატყუებლად
კოჭლობა რომ, სულ ამაოდ მოიგონა?
როგორ შევძლოთ შენს ნატერფალში
ჩამდგარი წყლით დარწყულება?
იქნებ არ ღირდა ლეღვის დაწყევლა,
იმისთვის, რომ ჩვენთან მსგავსობა გეჩვენებია?
იქნებ არ ღირდა ზურგნაქცევი
შენი შვილის დასაბრუნებელ
ხიდად ჩვენი გამოყენება.
მტკივნეულია ჩვენს გულებზე მისი ტერფები.
მტკვნეულია.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები