ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2020


მადლობა სიზმრებს

მადლობა სიზმრებს.
მათი მეშვეობით მე ვხვდები მამას,
ქუჩაში ავედევნები გოგონას, რომელიც მიყვარდა,
ვნახულობ ბავშვობის სახლს სოხუმში,
კროსვორდში ვწერ პოს,
მდინარეა იტალიაში,
ხშირად გამომიყენებია ქალაქობანას თამაშის დროსაც,
ყორანიც წავიკითხე,
Glovo-ს კურიერმა პოდან ბრინჯი მომიტანა,
ათასგვარი სანელებლებით შეზავებული,
ტკბილ-ცხარე სოუსით.
მადლობა სიზმრებს.
მე იქ არ ვეწევი სიგარეტს და მკრეხელობას,
მე იქ არ ვსვამ სასმელს და შეკითხვებს,
მე იქ არ მძინავს,
მე იქ არ ვიტყუები.
მადლობა სიზმრებს.
იქ არ არის Ebola,
H1N1, Covid-19,
ქოლერა და შავი ჭირი,
სამაგიეროდ აქ არის:
კამიუ,
ჰესე,
აპდაიკი.
მადლობა სიზმრებს.
მათ გარეშეც ვხვდები,
რაოდენ აბსურდულია ვერლიბრების წერა
და
ამ ყველაფერს,
იოტით,
სულ ერთი ბწკარედითაც
არაფერი აქვს საერთო პოეზიასთან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები