ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამყაროს მიღმა
ჟანრი: პროზა
9 აპრილი, 2020


ნაბიჯი (მკვლელობა) თავი -XII

                                                                                                    თავი-XII
                                                                                                  (მკვლელობა)
 
    დიდიხანია ვისწავლე, რომ ადამიანურ სიტკბოებას, სიხარულს, მშვიდ დღეებს, ხანგძლივი არსებობა არ უწერია. ასეთ დღეებს ყოველვთის შხამად გაერევა სიმწარე. ცხოვრებას წამიერად შეუძლია იერსახის  ათასგვრი ცვლილება. განსაკუთრებით ჩემს ბედნიერებებში ფეხი ვერა და ვერ მოვიკიდე. ვერც ჩუმი, ყოველგვარი მოულოდნელობებისგან დაცლილი არსებობა შევძელი. ალბათ ვერც ვერასოდეს მოვახერხებ ამ ქვეყნიური სიამტკბილობებით მარტივ და მშვიდ ტკობას. არშემდგარი დღეების, ვერ ასრულებული ოცნების და იმედგაცრუებების მთელი წყება მიდგას, არადა რამდენი გეგმა მქონდა წინ?!
ახლა კი, ნახევრად წყლით სავსე ჭაში ვზივარ. ერთადერთ რაიმეს ვნატრობ, იმ დღეს წიგნის მაღაზიაში იმ გოგოს სახელი მაინც გამეგო. ვიცოდე ქალის სახელი, რომელიც შემიყვრდა, სიკვდილის წინ დავუძახებდი. იქნებ გაეოგონა და ეგრძნო, რომ მისგან შორს, სადღაც, ვიღაცას ის უყვრდა და  ახსოვდა.ნეტავი მე თუ გავახსენდები ვინმეს?! ან როგორ ადამიანად გამიხსენებენ. კაცად, რომლესაც სიმღერა, სასმელი და იშვითად წერაც უყვრდა თუ იმ არსებად, რომელმაც ადამიანებს სიცოცხლე წაართვა და ხელები სისხლით შეიღება?!დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს ზაზას და გიგლას ხელს ვკრავდი, საკუთარ ცხოვრებას ჩავეჭიდებოდი. ავიტანდი აქა-იქ გაგონოლ ფრაზებს- ამან ძმკაცებს უღალატა. მგონი ჯობდა მოღალატე კაცის სახელით არსებობა, ვიდრე იმად გადაქცევა, რაც ერთგულებამ დამმართა.
 
    ვიჯექი იმ ჭაში მუხლებში თავჩარგული და მახსენდებოდა საღამო, როცა რესტორანში დაბრუნებულმა მხრებში გამართულმა, ამაყად ვთქვი- დავალება შესრულებულია, კაცი მკვდარია-ხმაში ისეთი დამაჯერებლობა მეტყობოდა მანუჩარმა გაკვირვებულმა შემომხედა, როგორც ჩანს როლი იდეალურად მოვირგე. არვიცი მგონი გონებამ თავდაცვის მექანიზმი ჩართო და ეს ყველაფერი თამაშად წარმომიდგინა.მანუჩარის კოლეგები მართლები აღმოჩდნენ, ამ ამბის გაგონებამ ნამდვილად გაახარა მსმენელი. განსაკუთრებით ის ულვაშიანი, სწორედ ულვაშებში ჩაღიმებამ და ტუჩების აცმაცუნებამ გაყიდა.მიუხედავდ ამისა,სიტყვაზე არ მენდნენ, სადღაც გადარეკეს, პასუხზე რექციამ მიმახვედრა, ის კაცი  მართლა მოუკლავთ. ჰო, როგოც იმათ  თქვეს- გაუგორებიათ.ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ალბათ ერთი საათი მაინც ვისაუბრეთ, რამდენჯერმე აღნიშნა უცნობებთან საქმის დაჭერის არსურვილი, მაგრამ მე ისეთი საქმე გავუკეთე უკვე მისი ოჯახის წევრად მიხსენიებდა. აჰამ ვერ გავიგე, სასაცილო იყო თუ სატირალი?! ადამიანი მის ახლობლად, მეტიც ოჯახის წევრად მთვლიდა, ეს უნდა გამხარებოდა?! მაგრამ რა ოჯახი,  რის ოჯახი?! ეს მხოლოდ მკვლელების და ნარკომოვაჭრეთა ბანდა იყო. მეც  უცებ მის ახალ და როგორც ულვაშიანმა აღნიშნა ღირსეულ წევრად ვიქეცი. აი მიღწევა, ამ გზაზე წრფივ მოძრაობას თუ ამ სისწრაფით გავგრძელებდი შეიძლებოდა მალე ამ არაკაცთა ხროვის ალფად გადავქცეულიყავი. ჩემი ინტერესის თემაზე საუბრის დაწყებას არ ინდომებდა, ამიტომაც დილოგი დავაჩქარე.
  -მშვენიერიანი, თქვენი დამოკიდებულება ჩემ მიმართ სასიამოვნოა, თუმცა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის. დავიმსახურე!
საკუთარ ხმაში ისეთი სიცივე და უხეშობა ვიგრძენი შემზარა ჩემივე არსებამ.
-მე ზედმეტი ქება არ მიყვარს, რაც ვთქვი ყველაფერი ისეა.
-როგორც დაინახეთ, საქმეს იდიალურად ვასრულება, ზედმეტს არაფერს ვინდომებ, მაგრამ რაღაც უფრო მარტივ და ბევრად სარგებლიან საქემეში ჩართვას ვიმსახურებ. არამხოლოდ მე, ეს ბიჭიც თან რო მახლავს. ის რომ არა, ასე სუფთად და სწრაფად ვერ მოვკლავდი თქვენს მტერს. ცოტა საუბარი უჭირს, მაგრამ კარგი მოკავშირეა- ვეცადე კიდევ ერთხელ შემეხსენებინა, თუ რა დიდი სარგებელი მოვუტანეთ მე და მანუჩარმა ერთ დღეში.
-ვთქვი, ოჯახის წევრი ხარ დღეიდან მეთქი. შენი მეგობრები ჩვენი მეგობრები არიან. ერთგული ხალხი ყოველთვის საჭიროა.საქმეს რაც შეეხება, მაქვს. ბევრად რთული ვიდრე ერთი კაცის მოშორებაა. ყოჩაღი ბიჭი ხარ, არამგონია რაიმემ დაგაფრთხოს- ისეთი აუღელვებელი, ბავშვივით სუფთა და მშვიდი ხმით მესაუბრებოდა, პგონებას უჭირდა დაეჯერებინა, რომ ეს კაცი ქალაქში მოსირაულე თეთრი  სიკვდილის ერთ-ერთი მიზეზია.
-მე და მანუჩარი ყველანაირ საქმეზე წავალთ,თუ თანხის სისქე  შესაბამისი იქნება.
-მარტო ვერ იზამთ, მესამეა საჭირო, თადეოზი წამოგყვებათ. ზრუნველყოფს თქვენ სიმშვიდეს დავალების შესრულების დროს. ხელი მისი დაცვიდან ერთ- ერთისკენ გაიშვირა და მაგიდასთან მოიხმო. მივხდი თადეოზი სწორედ ის იყო. გარებნობით დიდად არ განსხვავდებოდა სხვა დაცვის წევრებისგან. ასაც სხვებივით კლასიკურად ეცვა. მაღალი და გამხდარი იყო. ჩემი ყურადღება მისმა მაჯრვენა ხელმა მიიქცია, თითზე სწორედ ისეთი ბეჭედი ეკეთა, როგორიც აკაკის მამას. მისმა დანახვამ რაღაც შიში გამიჩინა. ეს შიში მოგვიანებით გამრთლდა კიდეც.
-ახლა თადეოზს გაყვებით,აქვე სასტუმროში დაგაბინავებთ. ხვალ დილით კი საქმეზე წახვალთ.
საქმის არსი მოსასმენად მარტივად ჟღერდა თანაც ჩემ მიზანთან მაახლოებდა.საზღვარზე ორ თურქს ჩვენთვის წამლის დიდი პარტია უნდა მოეტანა, რომელსაც კონსპირატიულ მისამართზე მივიტანდი. იქ წამლის სხვა პარტიები დაგვხდებოდა და რამდენიმე თანმხლებთან ერთად წითელ ხიდამდე წავიღებდით. იქ სხვებს გადავაბარებდი, დანარჩენი ჩვენ აღარ გვეხებოდა. თუ ყველაფერი იდიალურად ჩაივლიდა 100 000 $ მივიღებდით თითოეული. ყველაფერი იმ გეგმით მიდიოდა (თუ შეიძლება ასე ითქვას) რომელიც მე და მანუჩარს გვაწყობდა. დარწმუნებული ვიყავი რომ ნარკოტიკების მთავარ საწყობს მივაგნებდით.
 
      საუბრის დამთავრებიდან მალე რესტორნის გვერდით არსებულ სასტუმროში მიგვაცილა მომავალმა თანამზრახვემლა. გაგვაფთხილა, დილით გათენებისთანავე უნდა გავსულიყავით, ამიტომაც კარგად გამოგვეძინა. ძილი სწორედ ის იყო, რაც  დამღელილი და ათასგვარი უაზრო გადაკვეთებით სავსე დღის მერე ძალიან მჭირდებოდა. მაგრამ მანუჩართან რაღაცები უნდა განმეხილა. ოთახში მარტო დარჩენილებმა დიდხანს ვიკამათეთ გვესარგებლა თუ არა სასტუროს ტელეფონით და პოლიციისთვის ხვალინდელი გეგმები ამ გზით გადაგვეცა.სულ ორი ვარინტი გვქონდა, გარეთ გასვლა და უახლოესი სატელეფონო ჯიხურის პოვნა იმ იმედით რომ ხაზი გამორთული იქნებოდა ან სასტუმროს ტელეფონიდან დარეკვა. ჩავთვალეთ, რომ გარეთ გასვლა უცხო თვალის ყურადღებას მიიქცევდა, მაგრამ არც ჩვენი ოთახის ტელეფონიდან დარეკვა ივარგებდა. დიდი ალბათობით ისმინებოდა. სართულზე ცარიელი ნომრის პოვნა, კარების გატეხვა და იმ ოთახის ტელეფონით სარგებლობა გადავწყვიტეთ. დერეფანში გავედი, ნომრებს სათითაოდ ვუკაკუნებდი, ხუთი ნომრიდან მხოლოდ ერთიდან არ მიპასუხეს. უფრო ძლიერად დავაკაკუნე, ხმა ისევ არავინ გამცა.დავრწმუნდი ნომერი ცარიელი უნდა ყოფილიყო. დავბრუნდი და მანუჩარს თავისუფალი ოთახის ნომერი ვუთხარი, ნახევარ საათზე მეტი იყო გასული ჩვენი ნომრიდან,თუ მისი ენაბორძიკობით განსაზღვრავთ ეს ლოგიკურიც კი იყო. უკან დაბრუნებულმა სულ რამდენიმე ფრაზა მითხრა, მაგრამ ერთმა რესტორანში განცდილი შიში თვალწინ დამიყენა.
-გრი..რიი..ოლი მმმმ...ოკლ..
-მოკლეს?ვინ გრიგოლი, კიდევ ვინმე მოკლეს?
-ხო,ქქ...ალლლაქის მმმ..თავარი გამოო..ძიებელი..
-ვინ?? აკაკის მამა?
-ხხხ...ე აი ეგ-შიში გამართლდა, თადეოზს სწორედ ის გამომძიებლის ბეჭედი ეკეთა ხელზე. ცხადი იყო ვინც მოკლა.
-ეგ ხომ ზაზას მალავდა? ზაზა, ზაზაზე რაიმე ჰო არ გითხრეს?
-ზზზ..
-დროზე ამოღერღე ზაზა ცოცხალია?
-ზზაა არრ..ვვიცი
-არ იცი , რა არ იცი, საერთოდ რაიმე გაიგე რაც გითხრეს?!
-ჩჩუ-მანუჩარმა ტუჩებთან მიტანილი თითი მანიშნა, რომ ხმისთვის დამეწია,როგორც ჩანს მომძლავრებული ემოციების გამო ხმამღლა ვყვიროდი.
-თავი დამიქნიე, ზაზა ცოცხალია?
-არრვიცი სადდ აარრის,მშვვი..დათ ყველაფფერრრ რიგზზე იქნ....
-რიგზე, რა იქნება რიგზე. საერთოდ ყველაფერი აირია. დასწყევლოს ღმერთმა იქნებ გაიგეს რომ თქვენთან ვთანამშრობლობ და ამიტომაც მოკლეს?
-არრ..მაშინ ჩვვენც მოგგვკლავდნენ,რიგზზზე იქქნებბა..თუ ამმმ.. სსაქმმეს გავაკკკ..ეთ..თ გიგლას და ზაზ..ს პპოლიცცი დდანაშშაულს მოუხსნის.
-მეჩვენება თუ შენ რაც მაგათთან შეხვედი საუბრის უნარი სულ დაკარგე?. კი თუ ორივე არ მოკლეს უკვე.
-ვნნერვიულბ.არა თთთ..უ იცცცინ ჩვენ მმმოგკვლავდენ,ალბათ სსხვა რრრმის გამო..მმმ..ოიშშორენ.
-არვიცი. ჯანდაბას რაც იქნება იქნება. აქედან მაინც ვერ გავიქცევით. თუ ყველაფერი  ესე ცუდათაა ხვალვე გავიგებთ. მიდი შუქი ჩააქრე და დაიძინე. რთული დღე გველის.
 
    მანუჩარს ხმა აღარ გაუცია, ოთახი სიბნელემ მოიცვა, რამდენიმე წუთში კი მეზობელი საწოლიდან ხვრინვის სააამო ხმა ისმოდა. როგორც ჩანს არხეინად მიეძინა, მე კი დაძინებას ვუფრთხოდი. არვიცი ზაზას მდგომარეობაზე ფიქრის გამო თუ იმ შიშის, რომ შეიძლება ყველამ ყველაფერი იცის და ღამით ოთახში ის ნაბიჭვარი თადეოზი შემოვარდეს და სრულიად უძლურები, დაძინებულები საწოლში ჩაგვაკლას. ჩვენ საფლავად კი უცხო ადამიანებისგან მიტოვებული ხევის მდინარე იქცეს. რა უცნაურია, როცა საკუთარი სიკვდილის შიში გიპყრობს ყველა და ყველაფერი მეორე ხარისხოვანი ხდება. მათ შორის იმ მეგობრის მდგომარეობაც, რომლის გამო ამ ხათაბალაში გავეხვიე. შიშით შეპრობის მიუხედავად, სიფხიზლის სურვილისა ძილმა მაინც ამიყოლია. იმ ღამით სიზმარი ვნახე, სიზმარმა წლების წინ ქუჩაში შემთხვევით შეხვედრილი მკითხავის სიტყვები გამახსენა. მახსოვს მითხრა-რეალურად შენ ცხოვრებაში ყველაფერი შენი სიზმრების საპირისპიროდ ხდებაო. დამესზიმრა,რომ ბედნიერი ვიყავი. და ამ სიზმარზე აუცილებლად უნდა მოვყვე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები