დედამიწასაც ეშინია პნევმონიისა, სუნთქვა უჭირს და უჟანგბადოდ ტკივა ფილტვები, არ შევიმჩნიეთ გასაჭირი ჩვენი მშობლისა, გონზე არ მოვალთ? ხვალ უარეს დღეში ვიქნებით. არ ვუფრთხილდებით ჩვენ გარემოს, ღვთისგან ნაბოძვარს, არც ბუნების და არც ერთურთის არ გვესმის უკვე და იმიტომაც მოგვევლინა ეს განსაცდელი ადამის მოდგმა რომ დაადგა გზას, ბნელს და მრუდეს. მო, გავუფრთხილდეთ დედამიწას, საკუთარ ფუძეს, კვლავ დავიბრუნოთ სიყვარული ერთმანეთისა, განვუდგეთ ბოროტს, ეშმაკეულს, ვიწამოთ ყველამ, რომ გადაგვარჩენს ღვთისმშობელი და ძე ღმერთისა. გავა დროება, გადაივლის კორონას შიში, მწამს, ერთმანეთის დაფასებას გვეცოდინება, სიყვარულისთვის გული გვქონდეს ყოველთვის ღია, თორემ, ხომ ხედავთ, რომ არ გვინდობს დროის დინება.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. გაუსაძლისია უკვე, ეს ყოფა, მაგრამ იმედი მაქვს, გვირაბის ბოლოა და უკეთესები გავხდებით ამის მერე <3 გაუსაძლისია უკვე, ეს ყოფა, მაგრამ იმედი მაქვს, გვირაბის ბოლოა და უკეთესები გავხდებით ამის მერე <3
|
|
მონაცემები არ არის |
|
|