ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
12 აპრილი, 2020


ვქმნეთ HOMO SAPIENS-ი

ვქმნეთ HOMO SAPIENS-ი
მეექვსე დღის ბოლოს ადამიანის შექმნის აუცილებლობას წმინდა მამები იმგვარად განმარტავდნენ, როგორადაც მათ ეს რელიგიურად მართებულად მიაჩნდათ. მაგალითად წმ. მამა ბასილი წერდა: ,,ეს სიტყვა ,,ვქმნეთ“  ჯერ არ ყოფილა გამოყენებული, რომელიმე უკვე შექმნილი არსებისთვის; სინათლე იქმნა მარტივი ბრძანებით: ,,იქმენინ ნათელი“! შეიქმნა ცა და არ ყოფილა მსჯელობა ცათა გამო ... აი, ადამიანი ჯერ კიდევ არ არის და მასზე მსჯელობა მიმდინარეობს. ღმერთმა არ თქვა ისე, როგორც სხვა არსებების შექმნისას: ,,და იქმენინ კაცი“!... რატომ არ თქვა ღმერთმა ,,იქმენინ“? არამედ ,,ვქმნეთ“? ეს იმისათვის, რომ შენ ჩასწვდე მის ხელმწიფებას. მას სურს, რომ ოდეს მზერას მამას მიაპყრობ, არ უარყო ძე; მას სურს, რათა შენ იცოდე, რომ მამამ შექმნა ძით, და რომ ძემ შექმნა მამის ნებით, და რომ შენ უნდა ადიდო მამა ძეში და ძე სულიწმინდაში ... მაგრამ მან არ თქვა ,,და შექმნეს“, რათა შენ არ გქონოდა მრავალღმერთიანობის საბაბი“. (წმ. ბასილი ,,ორიგინალური ადამიანი’’ ) ...

  ანალოგიურად მსჯელობდა წმ. მამა იოანე ოქროპირიც:  ,, ... და მხოლოდ აქ არის დამატებული შევქმნათ (რითაც გამოხატულია) ბჭობა, განგებულება და შეტყობინება სხვისადმი ... თუმცა არა იმიტომ, რომ ღმერთს ბჭობა ესაჭიროება, არამედ იმისთვის, რათა თვითგამოხატვის ხერხით გვაჩვენოს შესაქმნელის ღირსება ... ვინ არის იგი ვისაც ღმერთი ეუბნება: ,,ვქმნეთ კაცი“? ეს გახლავთ საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მეუფე თავად მხოლოდშობილი  ძე ღმრთისა. სწორედ მას ეუბნება იგი ,,ვქმნეთ კაცი ხატად  ჩუენდად და მსგავსად“. ის კი არ უთქვამს ,,ჩემსა და შენს მსგავსად“ ან ,,ჩემსა და თქვენს მსგავსად“, არამედ ,,ხატად ჩუენდა“, მიუთითებს რა ერთ ,,ხატებას და მსგავსებას“.
 
თითქმის ყველა წმინდა მამა ამ საკითხს ერთნაირად განმარტავს და ერთმანეთის ნაამბობს თავისებურად ავსებს, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც არსებობს მრავალი კითხვა და მათზე პასუხის გაცემა სავალდებულოა.

  კითხვები პირველ რიგში ,,საერო ხასიათისა“ გახლავთ, მას კავშირი ნაკლებად აქვს რელიგიასთან.
  წმინდა მამათა მოცემულობები არ უარყოფენ ჩემს მიერ ზემოთ განმარტებულ ერთ საკითხს, რომელიც შეეხება ადამიანის შექმნის პროცესში ღმერთთან ერთად კიდევ ვიღაცის ,,დასწრებას“, თუმცა ჩემგან განსხვავებით, ისინი თვლიან, რომ ამ შემთხვევაში საქმე არა კონკრეტულ ფიზიკურ არსებებს ეხებათ, არამედ რელიგიურად არსებულ წმინდა სულებსა და ღმერთის ძეს. და ეს მათი მხრიდან სწორედ რომ ზედმიწევნით ზუსტი განსაზღვრებაა, რადგან რელიგია არამიწიერ სიცოცხლის ინტელექტუალურ  არსებებს (ფორმებს) მატერიად არ აღიქვამს  და ასეთ დაშვებას მკრეხელობადაც  კი მიიჩნევს.

  მაგრამ მე, საერო პირი, თავისუფალი ვარ რაღაც შეზღუდვებისგან და აქედან გამომდინარე, იმის  უფლებაც მეძლევა, საკითხი ისე განვიხილო, როგორც თავად მიმაჩნია მართებულად. ამიტომ ქვემოთ ჩემს მოსაზრებას უფრო დაწვრილებით გადმოგცემთ.

  წმინდა მამა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ღმერთმა ჯერ გონებრივი სამყარო შექმნა, რომელშიც ანგელოზები იგულისხმებიან და შემდეგ მისი და იმ ანგელოზების მსგავსი ადამიანი.
მაშასადამე, ანგელოზები ადამიანის შექმნის პროცესს ესწრებოდნენ. ე.ი. გამოდის, რომ დედამიწის ყველაზე ინტელექტუალური სიცოცხლის ბიოლოგიური ფორმის შექმნის მთელს ციკლს, თვალყურს ადევნებდნენ ძე ღვთისა და წმინდა სულები. თუ ამ მოსაზრებას თანამედროვე ენით განვმარტავთ (საერო ენით), მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ედემში, დედამიწის ერთ ლოკალურ გარემოში, ვთქვათ, შუამდინარეთში, ადამიანის შექმნის პროცესს (ქირურგიულ ოპერაციას) რამდენიმე ერთეული და არა რამდენიმე საჯარისო შენაერთი ან ერთი ბატალიონი უცხოპლანეტელი (არამიწიერი არსება) ახორციელებდა, მოვლინებული დედამიწაზე სპეციალური მისიით.

  ამ უცხოპლანეტელთა შორის ერთი წარმოადგენდა ხელმძღვანელს, მეთაურს, რომელიც გაცილებით ჭკვიანი და ინფორმირებული გახლდათ (ჩვენებურად თუ გადავთარგმნით, აკადემიკოსი) და ის წარმართავდა ,,შექმნის“ მთელს მისიას.

  ამ განმარტებაში მავანი, რაღაც მეამიტურს, პირდაპირ ვთქვათ, შეიძლება სულელურს ხედავდეს, მაგრამ ეს სრულებით არ გააქარწყლებს იმ მოსაზრებას, რაზეც უკვე ვისაუბრე.

  მარტივად, თუნდაც მეამიტურად, იმოტომ გადმოვეცი ჩემი მოსაზრება, რომ ასევე მარტივად და მეამიტურად მეთქვა: ადამიანი, როგორც ასეთი, მატერიის ევოლუციის პირმშო არ გახლავთ და თუნდაც არარელიგიური თვალსაზრისითაც, მაიმუნიდან არ წარმოშობილა.

  მე არ მინდა, ჩემი მოსაზრება ვინმემ რელიგიის საწინააღმდეგოდ მიმართოს, ისე ჩათვალოს, თითქოს არც წმინდა მამებისა რაიმე მწამს და არც შემოქმედისა. უბრალოდ ამ საკითხს იმიტომ შევეხე, რომ ,,ცხოვნრების ფილოსოფიის“ ერთი მნიშვნელოვანი თავი (ეტაპი) წმინდა მამათა სწავლებაც გახლავთ, რომელთა შემეცნებაც ადამიანს სწორ გზაზე დააყენებს, მიუხედავად იმისა ის მანამდე ათეისტი იყო თუ ათეისტი, მარლთმადიდებელი თუ სხვა კონფესიის წარმომადგენელი, რადგან ჭეშმარიტების შემეცნებას, ხანგრძლივობის ვადა არ გააჩნია. ჭეშმარიტება ერთია, დანარჩენი ყველაფერი სხვა - სიცრუე. ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ წმინდა მამათა განმარტებები, შეცდომისაგან დაზღვეული არ არის, რაზეც თავად წმინდა მამები საუბრობენ, რადგან ამ განმარტებათა გარკვეული ნაწილი თანამედროვე მეცნიერებამ უარყო და ეს რელიგიურმა კონფესიებმაც აღიარეს.

  თუმცა წმინდა მამათა ყოველი მოსაზრება იმდენად სიღრმისეულია, მათი ხელაღებით უარყოფა ან გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება. ეს არის ის ბაზისი, მყარი ბაზისი, რაზეც შენდებოდა და მომავალშიც უნდა აშენდეს ჭეშმარიტების დიდებული ტაძარი ... ტაძარი, რომელშიც შესვლა განწმენს ცოდვილ სულებს და სამოთხის გზას უჩვენებს.

აქვე დავძენ, რომ მეცნიერთა ერთი ჯგუფი ჩვენს გალაქტიკაში ზეახალი ვარსკვლავის აფეთქების თეორიას ემხრობა, რომელიც შეცვლის დედამიწის ზეციურ სურათს. გვექნება ორი მზე და დღე-ღამის მონაცვლეობა წარსულს ჩაბარდება ანუ, იქნებ ეს არის ის, რაზეც ლუკა მახარებელმა თქვა:  ,,იქნება სხუა ცა და აღარ იქნება დრო“.

აქვე განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითიც, რომელიც შეეხება სამყაროს შექმნის შვიდ დღეს. ამ ,,მცირე დროს" მე ჩემებური ამონახსნი მოვუძებნე.

გავიხსენოთ წარღვნის დაწყების პერიოდი, რაც ჩემი აზრით კოდირებულია. ამიტომ ჯერ ამ ,,კოდზე“ ვისაუბროთ.

  ღმერთის მიერ ნოეს გაფრთხილებიდან მეშვიდე დღეს დაიწყო კოკისპირული წვიმა და ამის შემდეგ წყალი დედამიწაზე იდგა ასორმოცდაათი დღის განმავლობაში. მეათე თვის თავზე გამოჩნდა არარატის მთის მწვერვალი, რაც წყლის დონის კლებაზე მიანიშნებდა. მაშინ ნოე არც ისე მთლად მოხუცი - ექვსასი წლისა გახლდათ.

  თუ ზემოთ მოყვანილ სიდიდეებს შევკრიბავთ (7+150+10+600) მათი ჯამი გაუტოლდება - 767-ს. ანუ ორ საკრაულსა  და ერთ სატანურ რიცხვს.

  მაშასადამე სამყაროს გაჩენის ღმერთისეული ერთი დღე ჩავთვალოთ, რომ უდრის 767 მილიონ წელს, რადგან გეოლოგიური გამოთვლებით დედამიწას სწორედ ,,მილიონი“ წლები დასჭირდა პლანეტად ფორმირებისთვის. ე.ი.  ღმერთის ექვსი დღის ჯამი ტოლი იქნება - 4 მილიარდ 602 მილიონი წლისა (767 მლნ.X6) რაც თანამედროვე გამოთვლებით დედამიწის დაახლოებითი ასაკია.

  ექვსი დღე იმიტომ ავიღეთ, რომ ღმერთმა დროის ათვლის ამ სისტემაში დაასრულა სამყაროს შექმნა და მეშვიდე დღეს დაისვენა.

  აქვე, აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ ღმერთის ,,დღე“, როგორც განზომილებითი სიდიდე, რა თქმა უნდა განსხვავდება დედამიწისეული დღის სიდიდისაგან. თუმცა მისი გამოყენება ჩვენს შემთხვევაში განპირობებულია იმით, რომ სამყაროს ჩამოყალიბების პროცესში ოცდაოთხსაათიანი დღის დროის სისტემა არ მოქმედებდა და ის აითვლებოდა ღმერთისეული ,,დღით“, ამასთან ადრეულ ეპოქებში ადამიანებისთვის ძნელი აღსაქმელი გახლდათ ათეული ათასობითი თუ მილიონობითი წლების ათვლის სისტემა, რაც სწორედ ამის გამო შემცირდა და იქნა კოდირებული. ისედაც დღემდე, სამყაროში ცალკეულ უბნებზე დროის ათვლის სხვადასხვა სისტემა მოქმედებს და ის სრულიად განსხვავდება დედამიწისეული ათვლის სისტემისაგან.

  მეცნიერული (გეოლოგიური) გამოკვლევებით დადგენილია, რომ დედამიწამ თავისი ჩამოყალიბების ხუთი ერა ანუ ხანა გაიარა. ეს ერებია: არქეული, პროტეროზოული, პალეოზოური, მეზოზოური და კაინოზოური. ყველა ეს ერა შედგება პერიოდებისაგან და მათ გააჩნიათ ,,საკუთარი ხელწერა“.
  განვიხილოთ აღნიშნული ერები ცალ-ცალკე და მათ ღმერთის ის დღეები მივუსადაგოთ, რომლებშიც თანხვედრილი პროცესები მიმდინარეობდა. ასე მაგალითად: ღმერთის მეხუთე დღეს, როცა თევზები და ფრინველები გაჩენდნენ, შეესაბამება ის ერა, რომელშიც ანალოგიურ პროცესებს ჰქონდა ადგილი.
  არქეული და პროტეროზოული ერები გაერთიანებულია და მას კამბრიულამდელი ერა ეწოდება. ამ ერაში მოხდა დედამიწის ,,გაჩენა“- ატმოსფეროს ჩამოყალიბება და სხვადასხვა მოლეკულურ კომბინაციათა შერწყმა. კამბრიულამდელი ერა გაგრძელდა 1,278 მილიონი წელი. ე.ი. რადგან ჩვენ დავუშვით, რომ ღმერთის ერთი დღე ტოლია 767 მლნ. წლისა, ამიტომ ამ ერას შეესაბამება ბიბლიური პირველი დღე მთლიანად და მეორე დღის ნაწილი - 511 მლნ. წელი (1,278 მლნ.-767მლნ.). დავიმახსოვროთ! აქ ნაშთის სახით დაგვრჩა - 256 მლნ.წელი (767-511).

  შემდეგი ერა - პალეოზოური გაგრძელდა - 2,616 მლნ.წელი. ამ ერის დანალექ ქანებში აღმოჩენილია: მცენარეების, მოლუსკების, მარჯნების თევზებისა და ფრინველების (მფრინავი ქვეწარმავლების) ნაშთები. ამიტომ ამ ერას უნდა შევუსაბამოთ ღმერთის მესამე, მეოთხე და მეხუთე დღეები მთლიანად და ზემოთ ,,დარჩენილი“ მეორე დღის მცირედი ნაწილი ( 256 მლნ.წ.). ე.ი. სულ ჯამში ეს სიდიდე ტოლია - 2,301 მლნ. წლისა (256-767X3), მაგრამ მას სრულ შევსებამდე ანუ  2,616 მლნ. წლამდე აკლია კიდევ 59 მლნ. წელი. ამიტომ ეს სიდიდე ავიღოთ მეექვსე დღიდან და დავუმატოთ ,,შესავსებ“ თარიღს. აქ უკვე ყველაფერი გასწორდება და კიდევ ნაშთის სახით დაგვრჩება  708 მლნ. წელი ( 767-59).
  მეზოზოური ერა გამოირჩეოდა სხვადასხვა ორგანიზმთა სწრაფი განვითარებით. ჩნდებიან ქვეწარმავლები და მაღალგანვითარებული ძუძუმწოვართა სახეობები. ეს ერა გაგრძელდა - 575 მლნ წელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ,,მეექვსე დღიდან“ დაგვრჩა 133 მლნ. წელი (708-575).

  სწორედ 133 მლნ. წელია გრძელდება კაინოზოური ანუ ის ერა, რომელშიც ჩვენც ვცხოვრობთ (აქვე დავაზუსტოთ, რომ ზემოთ მოყვანილი სიდიდეები მიახლოებითია, ცდომილება შეადგენს ძალიან მცირე პროცენტს) და ალბათ ამ ერით დასრულდება კაცობრიობის სისხლიანი ისტორიაც, რადგან სწრაფი ნაბიჯებით ვუახლოვდებით იმ სამანს, რომლის იქითაც აღარაფერია. აღარაფერი ამქვეყნიური.
  ოცდამეერთე საუკუნე დამუხრუჭების საუკუნე უნდა გახდეს, ინერციით მოძრავი კაცობრიობის პროგრესის შემაკავებელი ზღუდე. რამდენად შეძლებს ამას ადამიანის ,,დასეტყვილი გონება“, ჩვენი მომავალიც ამაზე იქნება დამოკიდებული, არადა ზოგს მოთუხთუხე კუპრიან ქვაბში მოუწევს ჭყუმპალაობა და ზოგსაც ლეღვის ჩეროში მხარ-თეძოზე წამოწოლა.

ისე მე თუ მკითხავთ, ალბათ დედამიწის ზრდასრული მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა ,,საჭყუმპალაოდ“ არის გამზადებული, ვფიქრობ, რომ მათ შორის მეც ვიქნები, მაგრამ შეიძლება ჯოჯოხეთში ამდენი ქვაბი არ აღმოჩნდეს და რიგში ჩამდგრებს რაღაც გვეშველოს. ქართულმა ჩალიჩმა გაჭრას. ხომ იცით, მაინც: ,,კაცნი ვართ“ და მარიფათი მოგვდგამს. 

  ამგვარად, ზემოთ მოხსენიებული მაგალითებითა თუ ფაქტებით შესაძლებელია კაცობრიობის ისტორიის გარკვეული ბუნდოვანების ახსნა, ამიტომ ვისაც სწამს ჭეშმარიტებისა, ის ისედაც იწამებს მას, ხოლო ვისაც არა, რაც არ უნდა მაგალითები მოვუყვანო, ჩემსას არ შეისმენს, თუმცა ამით საწინააღმდეგოს ვერ დაამტკიცებს, რადგან ღმერთი მარადიული და ერთად-ერთია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ბიბლიური ფაქტები ჭეშმარიტებაა და ის ისე უნდა მივიღოთ, როგორადაც მისაღებია.

  ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სამყაროში მოქმედებენ ე.წ. ,,დაუწერელ კანონთა“ ერთობლიობა, რომელთა მხოლოდ მცირედი ნაწილია ჩვენთვის, ადამიანთათვის ცნობილი. ხოლო, რაც ცნობილი არ არის ის ახალ აღმომჩენს ელის, რათა მეტი ინფორმაციით შეივსოს კაცობრიობის ცოდნის სფერო და ამით საწყალი HOMO SAPIENS-ი უფრო ,,გონიერი“ გახადოს.

მე, მხოლოდ სამი ასეთი კანონი აღმოვაჩინე. ვიდრე მათ ქვემოთ განვიხილავ, წარმოგიდგენთ ცნობისათვის: 

კანონი 1.
  - სამყაროში  არაფრისგან იშვა ყველაფერი,  რომელიც ისევ  არაფერში აღდგება.

კანონი 2.
- სიკეთე იპოსტასურია, მაგრამ ის გარკვეული პერიოდის შემდეგ აუცილებლად იქცევა ბოროტებად, ასეთ შემთხვევაში დღის წესრიგში დგება მისი, როგორც ბოროტების ლიკვიდაციის აუცილებლობა, რომელიც უპირობოდ ხორციელდება.

კანონი 3.
- თუ გინდა, რომ სხვა იყოს კარგად, მაშინ შენ იქნები ცუდად, მაგრამ თუ შენ იქნები კარგად, მაშინ სხვა შეიძლება არ იყოს ცუდად.

(ამონარიდი წიგნიდან ,,ცხოვნების ფილოსოფია")

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები