ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2020


* * * (ღამის საათი. ბარი...)

ღამის საათი. ბარი.
ჩრდილების საუბარი.
ყორნების საუბარი.
ღვინო, სტიქსი და ლეთა.
გათეთრებული ოდეს,
დიდი ზამთარი მოდის.
ერთი სული მაქვს როდის
განიძარცვება ხეთა
აურაცხელი ჯარი.
ღამის საათი. ბარი.

    * * *

ტყემლის ძირში ვიდექით და ვსაუბრობდით ბლომადა.
ასმთასგადამთიელი კი მოდიოდა ომადა.
საგზლად ერთი ჭყინტი ყველი.
მერე დამივიწყა ყველამ.
სატრფო დავიტირე ველად.
ძმანი დავიტირე ველად -
ტიციანად, რუსთაველად.
დავიფანტე, გავქრი ხელად -
იყო, არა იყო რა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები