ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
24 აპრილი, 2020


შუაღამის

(მურმან ჯგუბურიას)

დროა ციებ-ცხელების,
მაგიდასთან ჯდომის,
შენი ლურჯა ცხენების,
წაგებული ომის,
შენი მძიმე ხელების,
სადაც ქარი დაქრის,
დროა ხველებ-ხველების,
წყავისა და დაფნის,
დაქცეული ჯებირის,
დაცემული რომის,
ყავისა თუ ჩეფირის,
მოზელილი ცომის.
დროა ვამპირებისა,
სისხლისა და ოფლის,
სატრფოს დატირებისა,
ჭირისუფლად ყოფნის.
დროა ციებ-ცხელების,
წაგებული ომის,
შენი ლურჯა ცხენების,
მაგიდასთან ჯდომის.
აკი, სიზმრად ვიხილე
გადამწვარი ტროა,
ჩხორო გვალაშ ვიქილე*
გახიზნების დროა!
_____________
ცხრა მთას იქით

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები