ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
27 აპრილი, 2020


MODENA

წუხელ მას ხელებზე ცეცხლი წაეკიდა,
მერე ჩემს თმას,
აივნიდან რომ შემომათრია,
მერე გვერდს,
რომლითაც კედელს შევეჯახე,
მერე სახეს,
ისევ ხელებიდან,
მერე მეორე გვერდს,
ფეხით რომ ჩაზილა,
არადა მე მხოლოდ
ერთ ღერს მოვუკიდე,
წვრილს,
„მოდენა“_ს,
ჩუმად,
ჩემთვის.
ის აღარ,
მე კი მთელი ღამე ვიწვი,
მართალია ფურთხიც წამაშველა,
ალბათ ჩასაქრობად,
მაინც.

P.S. „გინდა იყო ბედნიერი?  - იყავი!“
ლ..ტოლსტოი.
„მსხვერპლი არ არსებობს! “
წერტილი.
„იცხოვრე და ცხოვრება წერე.“
მ. ლებანიძე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები