ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
29 აპრილი, 2020


* * *

მაქსიმები(თქვენ რომ მინიმებს ეძახით)
-სიზმარი-
ძილის წინ ყოველთვის შენზე ვფიქრობდი. იქნებ სიზმრად მაინც მენახე. არასდროს დამსიზმრებიხარ.
-დილა-
მუდმივად დათქმულ დროს მაკითხავდა. ეს მე ვერ ვხვდებოდი დროულად და ყოველთვის ვაგვიანებდი შეხვედრაზე.
-სასმელი-
შეიძლება ითქვას, არასდროს მივძალებივარ. ზოგჯერ თვეობითაც წვეთი არ დამილევია. თუმცა ტელევიზორთან მოკალათებულს ათიათასჯერ მაინც მიფიქრია ცივ ლუდზე.
-მისალმება-
ყოველთვის ვცდილობდი დამესწრო სალმის მიცემა სხვისთვის. შემდეგ ხასიათში გადამივიდა და დამშვიდობებაც ბევრს დავასწარი.
-სამსახური-
უამრავი გამოვიცვალე. ხან ვინ ვიყავი, ხან-ვინ. თუმცა არასოდეს ვყოფილვარ ის, ვინც მსურდა ვყოფილიყავი.
მიზეზი მარტივია. თავადაც არ ვიცი, რა მსურს.
-პოეზია-
პოეზია სისულელეა, აბსურდია, მონაჩმახია. პოეზია ნებისმიერს შეუძლია. ყველა, ვინც არ წერს, მგავს მე,
ზემოთხსენებული სამსახურის კონტექსტში.
-დედა-
ადრე მეგონა, რომ დედის გარეშე ვერ შევძლებდი სათანადოდ ცხოვრებას. ახლა დარწმუნებული ვარ.
მიუხედავად იმისა, რომ ის ცოცხალია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები