ალექსანდრე პუშკინი - ნუ მღერ ლამაზო, ნუ მწვავ ნაღვერდლით...
ნუ მღერ ლამაზო, ნუ მწვავ ნაღვერდლით, ქართულ ჰანგებით გულს ნუ დამიჭრი, გამახსენდება შენი ნამღერით სხვა ცხოვრება და შორი ნაპირი!
მომაგონდება ჰანგის ხავერდით, გარდასული დრო სასოწარკვეთით - სტეპი და ღამე, მთვარით ნაფერი შორეულ საწყალ ქალის ნაკვთები!..
ძვირფასი ლანდი, ბედუკუღმართი, დამავიწყდება შენი თვალთვალით, თუ ამღერდები მისი სურათი წარმომიდგება ისევ თვალნათლივ.
ნუ მღერ ლამაზო, ნუ მწვავ ნაღვერდლით, ქართულ ჰანგებით გულს ნუ დამიჭრი, გამახსენდება შენი ნამღერით სხვა ცხოვრება და შორი ნაპირი!
30 აპრილი, 2020 წ.
Александр Сергеевич Пушкин - Не пой, красавица, при мне…
Не пой, красавица, при мне Ты песен Грузии печальной: Напоминают мне оне Другую жизнь и берег дальный.
Увы! напоминают мне Твои жестокие напевы И степь, и ночь — и при луне Черты далекой, бедной девы!..
Я призрак милый, роковой, Тебя увидев, забываю; Но ты поешь — и предо мной Его я вновь воображаю.
Не пой, красавица, при мне Ты песен Грузии печальной: Напоминают мне оне Другую жизнь и берег дальный.
12 июня 1828 г.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კარგად მიჰყვება დედანს- ტექსტიც, ემოციაც.მელოდიაც.
კარგად მიჰყვება დედანს- ტექსტიც, ემოციაც.მელოდიაც.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|