 | ავტორი: დერვიში ჟანრი: იუმორისტული 2 მაისი, 2020 |
ოდინსა და თორსა, არ უნახავთ თორსა, მას შემდეგ რაც თორსაში, დაიგეგმა ფორსაჟის, მგონი, რიგით მეათე ფილმის ეპიზოდების გადაღება თეატრთან ან კედელთან გოდების. რბოლა მიდის უზადო, კამეჩით თუ ძროხითო, მუზა რჩება მუზადვე, მე კი ვწრუპავ მოჰიტოს, გაგვიძვირეს ბენზინი, გაგვიძვირეს დიზელი, რას გვიშველის დენზელი, ჟაკლინი და ჟიზელი, ყველამ მაგრად აიშვა, რეი ჩარლზიც არ ახსოვთ, ახლა კიდევ აიშვა- რია რაი სამასხროდ გაიხადეს, მერე კი, გაიხადეს სამოსიც, აფსუს ტბეთი, პერევი, არაგველი სამასი, სამასერთი სპარტელი, თორსას მყუდრო კაფეში, გადაივსო პარტერი, მხოლოდ ერთი აფიშით, არ მაწყენდა მასაჟი, თუნდაც ასეთ მასაში, მას შემდეგ რაც თორსაში, გადაიღეს ფორსაჟი!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. აქაც პიწიორკა)) აქაც პიწიორკა))
4. არის საშუალება :)) არის საშუალება :))
3. ამ სიტყვათთამაშისთვის 5
ამ სიტყვათთამაშისთვის 5
2. შოუსავითაა აიშვარია :))
შოუსავითაა აიშვარია :))
1. "ახლა კიდევ აიშვა- რია რაი სამასხროდ გაიხადეს, მერე კი, გაიხადეს სამოსიც"- ხმამღლა ისეთი ძნელი წარმოსათქმელი იყო ეს სტროფი :))
კაი გოგოა აიშვარია რაი, ლამაზი :)
"ახლა კიდევ აიშვა- რია რაი სამასხროდ გაიხადეს, მერე კი, გაიხადეს სამოსიც"- ხმამღლა ისეთი ძნელი წარმოსათქმელი იყო ეს სტროფი :))
კაი გოგოა აიშვარია რაი, ლამაზი :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|