ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პროზა
1 მაისი, 2020


თავქვე (მონოლოგი)

- ბუნებრივად ასეა, აღმართს დიდი დრო სჭირდება, დაღმართი უცებ თავდება.

- აღარ მახსოვს ვინ, ადრე ვიღაც მეუბნებოდა, რომ სტეპი საშინელებაა, მიდიხარ, მიდიხარ, მიდიხარ და არაფრით თავდება გზა, მატარებლიდანაც კი, მოსაწყენად საცქერი ერთფეროვნებააო.

-ჰოდა ცხოვრების ზეგანიც იგივეა,  იმდენად მოსაწყენი, რომ...

- მოიცა, ჯერ არ აუხვიოთ ყბა.

- უხდება პირი ღია.

- არა, საფერფლე არ მინდა.

- ასე!

- რა გაკვირვებულები მიყურებთ?

- ახლა მიხედეთ, მე ერთს კიდევ მოვწევ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები