ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: საბავშვო
13 ნოემბერი, 2022


კაჭკაჭი და გუგული /არაკი/

/არაკი/

გუგული და კაჭკაჭი

გაზაფხულდა, ყველა ჩიტი
მის მშვენებას სტვენით იტყვის.
შაშვის, გვრიტის და კაჭკაჭის
ისმის გალობა–ჭახჭახი.

ეძებს კაჭკაჭი ხმელ ტოტებს,
ზედ არ უყურებს ნორჩ ყლორტებს,
ბუდეს წნავს, რომ გამოზარდოს,
მიაწოდოს ბარტყებს საზრდო.

მეზობელ ხეზე გუგული:
გუგულებს:  –  გუ–გუ, გუ–გული,
– რას შემომცქერი გუგულო,
თან მაქებ ასე  უგულოდ?

–    გაქებ სუფთა გულით–სულით.
მომწონს ბუდე ყოვლად სრული.
ვზარდოთ ჩვენ ორმა ბუდეში
ბარტყები როგორც უბეში,

კვერცხებიც ერთად დავდოთ და
ბარტყებიც ერთად დავჩეკოთ
ხან შენ დაჯდები, ხანაც – მე,
ჰოდა, რად გვინდა სხვა ვინმე?

უარი არ მტკიცო ცივი,
ბუდის დაწვნა მე არ ვიცი.
ობლები არიან მამით,
ნუ დაიწუნებ მათ ამით.

– შენი სიტყვებით გავვოცდი
მოდი ერთხელაც გამოგცდი.
მერე ვუჩვენებთ ბარს და ტყეს
ერთად წამოზრდილ ჩვენს ბარტყებს.

მოვიტან  მინდვრის ბულულებს,
ჩავუფენ როგორც ბუმბულებს.
გაფრინდა ჩვენი კაჭკაჭი
არ ისმის არსად ჭაჭანი.

დრო მოიხელთა გუგულმა, 
კვერცხები ჩააგუნდურა.
შეიფრთხიალა უნდილად,
კვალიც კი გაქრა ბუდიდან.

დაბრუნებულმა კაჭკაჭმა
ნისკარტი ააკაწკაწა.
გუგული ვერსად დალანდა,
სიბრაზეს ვეღარ მალავდა.

რად მოვუსმინე მის რჩევას?
მომიწევს ორის დაჩეკვაც.
–    შემომატოვა კვერცხები,
საფრინველეთში შევრცხვები.


ამ არაკის შეგონება
თქვენ მცდარი ნუ გეგონებათ:

როცა კეთილი გაქვს გული,
ნუ გაგაბრიყვებს გუგული.
----

განთავსდა 2022 წლის ნოემბრის თვის თავფურცელზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები