ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: იუმორისტული
16 ივნისი, 2021


თქვა მზიამ არაკი

  დაქორწინდნენ.
  სულ მცირე დრო გავიდა და ცოლი მიხვდა, რომ თავისუფლება დაკარგა. ქმარიც მიხვდა, რომ ტუსაღია.
  ცოლი ღირსეულად შეხვდა ამ აღმოჩენას. ის ახლა დედას და ბებიას ჰგავს, გათხოვილი ქალია. დიდი სიამოვნებით დასცქერის ქორწინების ბეჭედს და უღიმის მას.  სამსახურიდან მომავალი კაცი კი გამუდმებით არწმუნებს საკუთარ თავს, რომ ის ქალი, რომელიც შინ ელოდება, მისი ცოლია.
  შვილებიც ეყოლათ, სტუმრადაც დადიან, სახლშიც მართავენ წვეულებებს. ქალი არ იტანჯება, ყველა როლს მოერგო და მოირგო,. კაცი კი ყოველდღე შთააგონებს საკუთარ თავს, რომ ეს ქალი და ბავშვები მისი ცოლ–შვილია.




მზია თვალაბეიშვილი
2012 წლის 28 ოქტომბერი

განთავსდა 2021 წლის ივნისის თვის თავფურცელზე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები