ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
5 მაისი, 2020


ჯიხვის რქით დამილოცნია

მენატრებიან ფშავლები, -
არწივის შთამომავლები,
ჯიხვის რქით დამილოცნია
იმათი ნატერფალები.

მენატრებიან ხევსურნი, -
ჩოხით და ხელში ხელსურით,
მათრობენ მთების ყოილნი,
მაოცებს ძალა ზევსური.

მღერიან სატრფიალოებს,
მიწის სურნელით თვრებიან,
ლექს-შაირების კაფვაში
ერთმანეთს ეჯიბრებიან.

ისე მიყვარან ბარელ კაცს
მთებში აღზრდილი გვარები,
რომ ჯიხვის ყანწით დავლოცე
იმათი ნატერფალები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები