შორს მხედარი მიიჩქარის, ველად ისევ დაქრის ქარი, ბეჭედი და მინანქარი მოვისროლე წყალში. გულსაბნევი, სამაჯური, სამას ხმისა, სამას რჯულის, შორად ისმის კრიმანჭული, აყვავილდა ვაშლი.
ის კი, ტირის წყლისა პირსა, წყლისა პირსა ანატირსა, ცრემლი მოსდის სადაფისა, სიმჟავისა ტყემლის. აღარ უცქერს ღამის მნათობს, აღარც მზისა სხივი ათბობს, შორითშორად ეძებს სატრფოს, მიჯნურობას წყევლის.
ჩემო თარო-ქაიდამო, დაქცეულო კარ-მიდამო, ძველი ღვინო მარნიდანა, ცრემლი ხარ თუ ძმარი?! ჩემო სევდავ, უნაპირო, ტყე-უღრანო - უნადირო, ლაგამ-ავშარ- უნაგირო, გახიზნულან ძმანი.
რად იოხრებ გულსა, კაცო?! დარეჯანი თვალწარმტაცი აღსდექი და მოიტაცე! იორღაზე შესვი! რა დროს შენი წუხილია სანამ ჭექა-ქუხილია სანამ სულში დუღილია, გამარჯვების შესვი!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. ოიი, პალატა მერვე, ძალიან ვისიამოვნე. :)
ოიი, პალატა მერვე, ძალიან ვისიამოვნე. :)
26. მამიდაჩემსაც ყვარებია შენი ლექსები პალატამერვე და ძალიან გამიხარდა. ძი1966-ს ეთანხმები - ზეპირად მესწავლასავით :) საბავშვო გათვლასაც გავს - წარმოვიდგინე ჩემი გოგონები როგორ თამაშობენ რეზინობანას და თან ამ ლექსს ყვებიან რიტმში: "ჩემო თარო-ქაიდამო, დაქცეულო კარ-მიდამო, ძველი ღვინო მარნიდანა, ცრემლი ხარ თუ ძმარი?! ჩემო სევდავ, უნაპირო, ტყე-უღრანო - უნადირო, ლაგამ-ავშარ- უნაგირო, გახიზნულან ძმანი." მამიდაჩემსაც ყვარებია შენი ლექსები პალატამერვე და ძალიან გამიხარდა. ძი1966-ს ეთანხმები - ზეპირად მესწავლასავით :) საბავშვო გათვლასაც გავს - წარმოვიდგინე ჩემი გოგონები როგორ თამაშობენ რეზინობანას და თან ამ ლექსს ყვებიან რიტმში: "ჩემო თარო-ქაიდამო, დაქცეულო კარ-მიდამო, ძველი ღვინო მარნიდანა, ცრემლი ხარ თუ ძმარი?! ჩემო სევდავ, უნაპირო, ტყე-უღრანო - უნადირო, ლაგამ-ავშარ- უნაგირო, გახიზნულან ძმანი."
25. კარგი მოზარდი ჩანს ეს პალატამერვე კარგი მოზარდი ჩანს ეს პალატამერვე
24. შემომეზეპირა შემომეზეპირა
22. ვეფხისტყაოსნის მოტივებზეა ეს ლექსი აწყობილი. მივესალმები. ვეფხისტყაოსნის მოტივებზეა ეს ლექსი აწყობილი. მივესალმები.
21. გამარჯობა, ეს ის შემთხვევაა, როცა ლექსი ვერ გავიგე. ანუ ნაწილ-ნაწილ კი გავიგე, მაგრამ მთლიანობაში ვერა.)) მგონი მიზეზი ისაა, რომ მანამ შემოვყვებოდი კომენტარებს, სხვანაირის მოლოდინი შევიქმენი და ავიბენი) თან, მხედარი არ ვიცი, მაგრამ ავტორი კი მიიჩქარის და არ აცდის შენელებული აღქმის მკითხველს განცდას და გაგებას)) გამარჯობა, ეს ის შემთხვევაა, როცა ლექსი ვერ გავიგე. ანუ ნაწილ-ნაწილ კი გავიგე, მაგრამ მთლიანობაში ვერა.)) მგონი მიზეზი ისაა, რომ მანამ შემოვყვებოდი კომენტარებს, სხვანაირის მოლოდინი შევიქმენი და ავიბენი) თან, მხედარი არ ვიცი, მაგრამ ავტორი კი მიიჩქარის და არ აცდის შენელებული აღქმის მკითხველს განცდას და გაგებას))
20. მოგიკითხეთ ყველა მოგიკითხეთ ყველა
19. დასტური თოლიას! :) დასტური თოლიას! :)
18. რავა, დარეჯანი არაა "ვეფხისტყაოსანში" თუ ? :))
არასდროს შეცვალო, არაფერი!
რავა, დარეჯანი არაა "ვეფხისტყაოსანში" თუ ? :))
არასდროს შეცვალო, არაფერი!
17. კეთილი და პატიოსანი! ვინაიდან, როგორც მე მივხვდი, რომ ბევრს ეს ლექსი ერუსთაველა (რაც არ იყო გეგმაში) თინათინი შევცვალე დარეჯანზე და მეც მშვიდად ვიქნები აწი. ვეფხისტყაოსნისა იყოს! კეთილი და პატიოსანი! ვინაიდან, როგორც მე მივხვდი, რომ ბევრს ეს ლექსი ერუსთაველა (რაც არ იყო გეგმაში) თინათინი შევცვალე დარეჯანზე და მეც მშვიდად ვიქნები აწი. ვეფხისტყაოსნისა იყოს!
16. მუხა, დიდი მადლობა! სასიამოვნო მიძღვნაა. მეამა.. მუხა, დიდი მადლობა! სასიამოვნო მიძღვნაა. მეამა..
15. მშვენიერი ლექსია.ჩემი ვაშლიც აყვავილდა, ვუძღვნი "პალატამერვეს" "სამეზობლოში" ძალიან მომწონს და სიამოვნებით ვისმენ ხოლმე ავტორის ხმას. მშვენიერი ლექსია.ჩემი ვაშლიც აყვავილდა, ვუძღვნი "პალატამერვეს" "სამეზობლოში" ძალიან მომწონს და სიამოვნებით ვისმენ ხოლმე ავტორის ხმას.
14. ამ ლექს არანაირი კავშირი არა აქვს ვეფხისტყაოსანთან. ამ ლექს არანაირი კავშირი არა აქვს ვეფხისტყაოსანთან.
13. თოლია, მეთერთმეტე ხარ კომენტარებში. ეს რა მოგსვლია?!:) აქვე მადლობა ყველას! თოლია, მეთერთმეტე ხარ კომენტარებში. ეს რა მოგსვლია?!:) აქვე მადლობა ყველას!
11. ალუზიების დიდოსტატი ხარ- ძალიან მოხდენილად იყენებ.
ალუზიების დიდოსტატი ხარ- ძალიან მოხდენილად იყენებ.
10. ის მომენტია ვტორის ხმა რომ გესმის კითხვისას..
ღიღინ ღიღინით ჩავედი ბოლომდე :) ის მომენტია ვტორის ხმა რომ გესმის კითხვისას..
ღიღინ ღიღინით ჩავედი ბოლომდე :)
9. როგორი ლექსის მიძღვნაც ეკუთვნის ტარიელს , ზუსტად ისეთია ! ჩემი მაქსიმალური ქულა 2-ია, ჰოდა 2. როგორი ლექსის მიძღვნაც ეკუთვნის ტარიელს , ზუსტად ისეთია ! ჩემი მაქსიმალური ქულა 2-ია, ჰოდა 2.
8. ნიკი, ყოველთვის განსაკუთრებით მსიამოვნებს შენი კომენტარები. მადლობა!:) ქაიდამი უდაბნოა. ნიკი, ყოველთვის განსაკუთრებით მსიამოვნებს შენი კომენტარები. მადლობა!:) ქაიდამი უდაბნოა.
7. ჩემო თარო-ქაიდამო
ქაიდამო არ ვიცი რა არის
ჰო, სანამ სულში დუღილია უნდა მოიტაცო და გამარჯვებისაც შესვა
თორემ მერე... მერე ყველაფერი, ნელდება მერე ყველაფერი ძნელდება ... მერე არაფერი არ არი
ავტორის ხმა მესმოდა კითხვისას მეც ინტონაციები და კილო
5 ქულა ჩემგან
1000-ში რატომ ანანე? 1001-ში გაგიჭირდება თუ? :) ჩემო თარო-ქაიდამო
ქაიდამო არ ვიცი რა არის
ჰო, სანამ სულში დუღილია უნდა მოიტაცო და გამარჯვებისაც შესვა
თორემ მერე... მერე ყველაფერი, ნელდება მერე ყველაფერი ძნელდება ... მერე არაფერი არ არი
ავტორის ხმა მესმოდა კითხვისას მეც ინტონაციები და კილო
5 ქულა ჩემგან
1000-ში რატომ ანანე? 1001-ში გაგიჭირდება თუ? :)
6. რატომ დაგვაკელი ერთი ბწკარი ბოლოს? :( შენი ხმით რომ მესმოდა კითხვისას, დასასრული ზუსტად დავსვი, მაგრამ ჩემი თვალით დამაკლდა:)))
სადაფის ტყემალივით მჟავე ცრემლი ძალიან მომეწონა. ძალიან მჭახედ შემოდის ხმოვანებითაც და შეგრძნებითაც და ზუსტია.
ათასში ამოვიცნობ შენს ნაწერს.
რატომ დაგვაკელი ერთი ბწკარი ბოლოს? :( შენი ხმით რომ მესმოდა კითხვისას, დასასრული ზუსტად დავსვი, მაგრამ ჩემი თვალით დამაკლდა:)))
სადაფის ტყემალივით მჟავე ცრემლი ძალიან მომეწონა. ძალიან მჭახედ შემოდის ხმოვანებითაც და შეგრძნებითაც და ზუსტია.
ათასში ამოვიცნობ შენს ნაწერს.
5. მადლობები!!! მადლობები!!!
4. მიხარია ახალი ლექსები ამ გვერდზე.
კარგია ყველა.
ხუთები. მიხარია ახალი ლექსები ამ გვერდზე.
კარგია ყველა.
ხუთები.
3. მეც ვფიქრობ რომ კარგია კი.5 მეც ვფიქრობ რომ კარგია კი.5
2. უდავოდ კარგია. მშვენიერი. :) უდავოდ კარგია. მშვენიერი. :)
1. ლექსი არაა ეს, გაბმული მუსიკაა...
"იდეა, აზრი, ზომა, რითმა_ აი, პოეტი!" ლექსი არაა ეს, გაბმული მუსიკაა...
"იდეა, აზრი, ზომა, რითმა_ აი, პოეტი!"
|
|
მონაცემები არ არის |
|
|