| ავტორი: ჰოლმვუდი ჟანრი: იუმორისტული 12 მაისი, 2020 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
იმ საღამოს წვიმის ღრუბელი გიგანტურ პენისს წააგავდა. გორაკზე პარმაღიანი სახლის მქრქალი ჩრდილი თვლემდა. ქარი არწევდა მუხნარს. გარეუბანში სიჩუმე გამეფებულიყო. შორს, ხრეშიან გზაზე მოსჩანდა დოლარისფერი მერსედესი, რომელიც მთვლემარე სახლს უფრო და უფრო უახლოვდებოდა. მანქანა სახლთან ახლოს შეჩერდა, ფლორშეიმის ფეხსცმლები დააწვნენ მუხრუჭს, დინჯად გაიღო მერსედესის კარი და სალონიდან გადმოვიდა ანაფორიანი მოხუცი. ბერიკაცმა მენთოლის კანფეტებით სავსე სანივთე უჯრიდან ბიბლია გადმოიღო, სათვალე გაიკეთა და როდესაც ქუჩის ნომერი დალანდა, თვითკმაყოფილი მიუახლოვდა სახლის პარმაღს. დააკაკუნა. სიჩუმეში ჯერ ავეჯის ჭრიალის, შემდგომ ჩურჩულის, მერე კი ყრუ ნაბიჯების დუდუნი გაისმა და კარი სახედაღვრემილმა ქალმა გააღო. - მერი ბეიტსი ბრძანდებით? - ჰკითხა სახეგაბადრულმა მღვდელმა, თან ფიქრობდა ეს ქალი ამ კარში საერთოდ თუ ეტევაო. - დიახ, რით გემსახუროთ, - წაისისინა ქალმა. - სასიამოვნოა, მე სულიენ სიგურლინი გახლავართ. უცნაურია, ტელეფონში უფრო ბოხი და მამაკცური ხმა გქონდათ. თქვენი ოჯახის წევრია შებყრობილი? ხდება ხოლმე. დემონი ყველას გვიტევს. ნებას თუ დამრთავთ, რომ შემოვიდე უკეთესად ვისაუბრებთ. მგონი შევთანხმდით რიტუალის ჩატარებაზე, არა? - უკაცრავად, მაგრამ... არავისთვის დამირეკავს, - ქალმა ზარბები აზიდა. - როგორ თუ არა, დღეს შუადღისას ამ სახლიდან შემოვიდა ზარი. იქნებ თქვენი მეუღლე იყო? - მარტო ვცხოვრობ, - ქალს ხმა გაებზარა. - აქვე ახლომახლო სხვა მისის ბეიტსი ხომ არ ცხოვრობს? - არა! დაკმაყოფილდით? - კარგით, კარგით, გასაგებია. ლუსიენს კიდევ უნდოდა რაღაც ეკითხა, მაგრამ აზრებს თავს ვერ უყრიდა. მცირეხნით დუმილი ჩამოვარდა. ქალი კი ფიქრების უფსკერო მორევში ჩაიძრა. უეცრად მისის ბეიტსს სახეზე ალქაჯურმა ელფერმა გადაურბინა და თვალები მანქანის შუქფარივით აენთო. - მე დაგირეკეთ! - ქალმა ბუსავით მიატრიალა თავი მღვდლისკენ და გიჟივით ჩააჟინდა თვალებში. ცოცხლად ამოძრავდნენ მისი ტუჩები, მაგრამ ყელიდან ამოსული ბგერები აშკარად არ ეკუთვნოდა ამ ქალბატონს. ეს იყო უჩვეულოდ როხროხა და ჩახრინწული ხმა, რომელსაც მხოლოდ აუდიო ხრიკებით, ტონის დადაბლებით თუ მიიღებს ადამიანი. გაგონებისას მღვდელი შეხტა, სქელტანიანი წიგნი ხელიდან გაუვარდა და პოდაგრაშეზრდილ ფეხზე მძიმედ დაეცა. ლუსიენი წაბორძიკდა და კიბეებზე გადაგორდა. - მღვდელო ლუსიენ, უნდა დამეხმაროთ! - ყვიროდა ქალი ბოხი ხმით. მოხუცი ფეხზე წამოდგა, გაგქევა სურდა, მაგრამ მზერას ვერ აცილებდა ქალის ალქაჯურ თვალებს. - ეშმაკმა დასწყევლოს... ფეხი... მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა... - ლუსიენსს თვალები მარტი ფელდმანივით გადმოცვენოდა უპეებიდან და ხის ძელს ფრჩილებით კაწრავდა. - შეწყვიტეთ, შეწყვიტეთ! - აღიალდა ქალი, მღვდელს საყელოში წაავლო ხელი, სახლში შემოათრია და კარი ჩარაზა. - ნურაფერს დამიშავებ შვილო ჩემო. რამ გიბიძგა, რომ კაცი გამხდარიყავი. რატომ არ დარჩი ისევ იმ ნაზ, გრძელთმიან არსებად? შენნაირები არც თუ ისე ცოტანი არიან, ერთს ვიცნობ კიდეც, შე. . . შემიძლია შეგახვედრო, უბრალოდ მე ნუ მაიძულებ შენთან რამე მქონდეს. - ვიცი ქალისთვის შეუფერებელი ხმა ამქვს, მაგრამ ეგ არ ვარ რაც გგონია! - ქალმა კაბა აიწია, - მე ის ვარ ვინც იუდა შეაცდინა, ვინც სოდომი და გომორი გარყვნა, ვინც ოფიციალურად დაარსა მიწისქვეშა საუნა "ცოდვილების სამოთხე"(იმედია მესტუმრებით). მე თვით ლუციფერი გახლავართ! თქვენ კი ჩემი ერთადერთი იმედი ხართ. ამ ქალში ჩავსახლდი, - დემონმა მკერდზე მიიკრა ხელები, - შევცდი! ლაურა კესინგტონში უნდა ჩავბუდებულიყავი, უნატიფეს, უმშვენიერეს ქალში. იცით რა მკერდი აქვს? საწებელი უნდა მოასხა რომ ჩაკბიჩო. მოკლედ, მის სხეულში შეღწევას ვაპირებდი, როდესაც ლაურა ზონარის შესაკრავად დაიხარა და მის უკან მდგომ ძროხაში, მერი ბეიტსში აღმოვჩნდი! ვეღარ გამიგია მე ვარ დემონი თუ ეს ორასკილოიანი ბიზონი! ისეთი აუტანელი ვინმეა. დღედაღამ ჩარლზ ნორტონის გადაცემას უყურებს, ოცდაოთხი საათი ჯონ დენვერის "country road" - ს უსმენს, ვარდის ნახარშს სვამს, ამის საყვარელს კიდევ იმხელა აბია... მოკლედ, ცხოვრებში ასეთი რამ არ დამმართნია! ხომ ხედავ რა გასიებულია, მგონია რომ მის ქონებში ვარ გაჭედილი, ვერ გამოვდივარ, რომ შემეძლოს მუცელს გამოვუბრდღვნიდი! ადამიანისთვის ჯოჯოხეთის შრეებიდან გაღწევა უფრო მარტივია, ვიდრე ჩემთვის ამ ცხიმის ფენებიდან გამოსვლა. გევედრებით, დამეხმარეთ, მომაშორეთ ამ ქალის სხეულს! დემონი თმებს იწეწავდა, ტუჩებიდან დორბლს ანთხევდა, ლუსიენი კი საკუთარ თვალებს არ უჯერებდა. ოფლით დაცვარულ სახეზე ისვამდა თითებს და ლოცვას ბუტბუტებდა. - ახლავე აიღეთ ბიბლია, მაგრად მიმაბით საწოლზე და განმდევნეთ ამ ქალიდან, სანამ კვლავ მერი ბეიტსი გავხდები და დილის მაღვიძარასავით წიკვინს დავიწყებ! - ლუ. . . ლუციფერი დახმარებას მთხოვს? ეს რო... როგ... როგორი უნდა დავიჯერო. - ღმერთი არ გინახავთ და მისი არსებობის გჯერა, მე კიდევ ცხვირწინ გიდგავართ და ჩემში ეჭვი გეპარება, - დემონმა თითები გაატკაცუნა და ასეთივე რიტმით ჩამოწყდა ყველა ღილი მღვდლის სამოსს. - წმინდაო მარიამ! - მერის კიდევ არაუშავს, ზოგი ისეთია ქირას ვიხდი მათი სხეულით სარგებლობისთვის. უბრალოდ მათ როცა მინდა მაშინ ვტოვებ! თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ რა რთულია მისის ბეიტსის ხმის იმიტაცია, როდესაც სახლში მისი ქმარი ან საყვარელი მოდის. ორი დღეა ვიმიზეზებ, რომ ანგინა მაქვს. მალე იოგები დამაწყდება. - მან მითხრა ქმარი არ მყავსო. - ქალებისგან ამდენ აღსარებას ისმენთ და კიდევ მათი გჯერათ? თქვენს თავში ჩამახედა. დამეხმარეთ და თუ ჯოჯოხეთში ამოყოფთ თავს საუნაში განებივრებთ, თუ დახმარების ხელს არ გამომიწვდი თქვენგან ჩახოხბილს გავაკეთებ! - დემონმა კბილები გააღრჭიალა. - მე შენი არ მეშინია, მე ღვთის კაცი ვარ! მას ვენდობი, ის არასოდეს შეცდება ჩემში! - მეც ვიცი ბატონო მღვდელო, რომ ღმერთი შეუმცდარია, მაგრამ დღემდე ვერ გამიგია თუ რატომ შექმნა ადამიანი. თქვენს პატარ-პატარა საიდუმლოებებზე რა აზრის ბრძანდებით? მუდამ სიბნელეში, რომ ხელცქვიტაობთ იმ იმედით, რომ ზეციურ სამყაროში მობოდიალე სულები ვერ დაგინახავენ. ანდაც აღსარებისას მეძავებს, რომ უთანხმდებით მომსახურებასა და ფასზე, ბიზნესმენებს კი წილზე თუ რადენი გერგებათ. ბავშვების უმეტესობას მენთოლის კანფეტი უყვარს, არა? ეს მისის ბეიტსისთვის მაინც გააკეთეთ. ლუსიენს ბაგეები აუთრთოლდა, სიტყვა ვეღარ დაძრა. დემონი კი მეორე სართულზე შლეგიანივით ავარდა, საწოლზე დათვის ტყავივით გაიშხლართა და წამოიყვირა: - დრო აღარ არის. თოკები მერის ოთახში, კარადასთან დევს. ალბათ დღედღეზე თავის ჩამოხრჩობას აპირებს ქალბატონი, მაგრამ ზედმეტად ეგოისტია, რომ თავი მოსაკლავად გაიმეტოს. ეს დოყლაპია იმდენად ნარცისია, რომ მის ჯიბის სარკეზე ტუჩის კონტურებს შეამჩნევთ! დღეს საბოლოოდ განთავისუფლდები მისგან. ფიქრებში ჩაძირული ბერიკაცი ძლივს გამოფხიზლდა, კოჭლობით შევიდა ოთახში, ავიდა მეორე სართულზე და ლუციფერი რკინის საწოლზე საგულდაგულოდ დააბა. - ამ მადლს ღმერთი არ დაგივიწყებთ, - იცინოდა ლუციფერი. - ეჭვიც არ მეპარება, - ლამის ტირილით მიუგო ლუსიენმა. სართულზე ვიღაც მძიმედ ხვნეშავდა, მაგრამ საწოლის ჭრიალში თითქმის არაფერი ისმოდა. მღდელი უკან გატრიალდა ფეხის ტკივილის მიზეზის, წინკართან დავარდნილი ბიბლიის მოსატანად, როდესაც ზღურბლზე მდგომმს მოესმა ისევ ის სისინი, რომელმაც თავი მერი ბეიტსად გააცნო. - რა ჯანდაბა ხდება! - ქალმა ახალგაღვიძებულივით მოათვალიერა ოთახი, - როგორ არ გცხვენიათ! გარყვნილო! სადისტო! მანიაკო! ჩემი გაუპატიურება გინდა არა?! - წიოდა ქალი ისეთი შესაზარი ხმით, რომ ბეთჰოვენსაც კი დააფრთხობდა. - მომისმინეთ მერი... - მიშველეთ, ვინმემ მიშველეთ! კროუფორდ, შე ნაბიჭვარო! ახლავე გამოძვერი! ამ სადისტს სურს. . . მღვდელს სხვა გზა არ ჰქონდა. სამზარეულოში გაირბინა, ნაკურთხი წყალი ჯამში გადაასხა და ხელი დაავლო ვაშლს, რომელიც ქალს პირში ჩაუტენა. იმაზე ფიქრის დრო აღარ იყო თუ ვინ ჯანდაბა იყო კროუფორდი. ქალი არ ისვენებდა, მაინც ღმუოდა და სახეზე ბოლოკივით გაწითლებული, თევზივით ფართხალებდა. ამასობაში ჩამობნელდა, ცა მოიქუფრა. თავსხმა წვიმა წამოვიდა. ქალი ისევ არ ისვენებდა, საწოლი ჭრიალებდა. მღვდელმა ნაკურთხი წყალი შეაწუწა მისის ბეიტსს. სხეულზე დამწვრობები გამოისახა. ბიბლია ხელში მოიმარჯვა და ის ის იყო ეგზორციზმისთვის განკუთვნილი სიტყვები უნდა ამოეკითხა, რომ ელჭექმა გაკვეთა ზეცა და გრუხუნმა შეაზანზარა არემარე. გული შეუქანდა ლუსიენს. თითქოს მილიარდობით პოლაროიდს მიენათებინა შუქი. პეპლის ფრთასავით აფახურებდა ქუთუთოებს, მაგრამ მხოლოდ უზარმაზარ ლურჯ ლაქას ხედავდა. ბრმასავით მიაწყდა ფარდებს და სარკმელს ჩამოაფარა. მოცდა აღარ შეიძლებოდა, მერი ოფლში იწურებოდა. ლუსიენმა კვლავ ბიბლია მოიმარჯვა და დასჭექა: - მე განგაგდებ შენ, უწმინდურო სულო! მტრის სატანურ ძალასთან ერთად, ჯოჯოხეთის ყველა მოჩვენებასთან და ყველა შენს დანარჩენ კომპანიონებთან ერთად, ჩვენი ღმერთის სახელით! ქალი უფრო ბოხი ხმით აღმუვლდა. მისი ქონშეზრდილი სხეული ნელ-ნელა ჰაერში აიწია, აღარ ეხებოდა ზეწარს. ლუსიენი კითხულობდა შელოცვას, მისის ბეიტი მაღლა და მაღლა მიიწევდა, თოკები კი აღარ უშვებდნენ ჭერისკენ. მალე ბაწარი ისე გაიჭიმა, რომ მოლივლივე ქალმა საწოლი ჰაერში აიტაცა. მღვდელს მხოლოდ კათოკილურ ეკლესიაში თუ ენახა ასეთი მაღალჭერიანი ოთახი, რომელიც საშუალებას აძლევდა მერის ჰაერში ენავარდა. თოკები ხელებსა და ფეხებზე ისე მაგრად ეჭიდებოდნენ მისის ბეიტსს, რომ ბურთივით მრგვალ სხეულსაც კი თაღოვანი ფორმა მიეღო, მალე ასანთის ღერივით გადატყდებოდა. თოკები ისე მჭიდროდ შემოკვროდნენ, ვენებში სისხლი გაყინულიყო უმოძრაობისგან. უეცრად ფეხზე შებმული ბაწარი გაწყდა და ლოგინის კუთხე დაიხარა, მალე მეორე ფეხზე შებმული თოკიც გაწყდებოდა. მღვდელი კი გაყვიროდა შელოცვას. ელავდა ცა. საწოლის ქვეშ სითხე მოჟონავდა, რომელიც შემდგომ იატაკის ნაპრალებში იკარგებოდა. საწოლი მაღლა და მაღლა მიიწევდა, მის ქვეშ კი ჩრდილი იფანტებოდა. ლოგინი ჰაერში ფარფატებდა, მაგრამ გადასაფარებელი ჯერ კიდევ ეხებოდა იატაკს. მოლივლივე ლოგინის ქვეშ, დამტვერილ იატაკზე ჯერ ქათქათა ტერფები გამოჩნდა, შედეგ ბანჯგვლიანი ფეხები, მერე გადასაფარებელმა სასქესო ასო მიაფიცხა ოთახის შუქს და ბოლოს ზაფრაშეყინული სახეს მოჰფინა ნათელი. საწოლის ქვეშ ემბრიონივით მოკუნტული მამაკაცი ცახცახებდა შარდის გუბეში. მღვდელმა შეჰყვირა, ბიბლია ხელიდან გაუვარდა და ისევ ფეხის თითზე დაეცა. ფარდის საკიდს გამოდებული, მოფარფატე საწოლი კი მეხივით დაეხეთქა იატაკს. შეზანზარდა სახლი, ჩამოწყდა აბრეშუმის ფარდა. კიდევ კარგად გაუძლო ოთახის მარცხენა კუთხემ სულ რომ არ ჩაიტანა იატაკი, მხოლოდ მისი ნახევარი ჩაიზნიქა დაბლა, ზუსტად ისე, გაჭიმულ ქაღალდი რომ მუშტით ჩახიოს კაცმა. ჩაბრეცილი იატაკიდან ორად ორი ფილა ჩავარდა პირველი სართულის მისაღებში. საწოლის სამი ფეხი მეორე სართულზე იდგა, ის ერთი კი პიველი სართულისკენ გაკვეთილ სივრცეში, ჰაერში გამოკიდებულიყო. საწოლი სართულებს შორის გაიჭედა, მისის ბეიტსს კი თოკი ყელზე გველივით შემოეხვია. ქალი გაპობილ ნაპრალში სასწაულებრივად გაეტია და პირველი სართულის მისაღებში ჩამომხრჩვალი დაეკიდა. ვაშლი პირიდან გადმოუგოდა. შიშველმა მამაკაცმა ყვირილი მორთო და ბავშვივით აქვითინდა. ისევ გაეპარა. მღვდელი ფეხის ტკივილისგან იწყევლებოდა, როდესაც კვლავ გააკაშკაშა არემარე ელჭექმა. ფარდაჩამომწყდარი ფანჯრიდან შემოანათა შუქმა. ლუსიენი მცირეხნით კვლავ დაბრმავდა, წაბორძიკდა, თითქოს ქარიშხალში მოყოლილ გემბანზე იმყოფებოდა. ხელის მოსაჭიდს ეძებდა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ნახევრადჩავარდნილ იატაკზე შებორძიკდა, გაჩენილ ნაპრალში ჩასრიალდა და მისაღები ოთახის იატაკზე დაენარცხა. მცირეხნით უგონოდ ეგდო ლუსიენი. აზრზე მაშინ მოვიდა, როდესაც გაპობილი ჭერიდან გადმჟონილი ყვითელი სითხე დაეწვეთა სახეზე. ზიზღნარევმა სხეული აითრია, თვალები მოიფშვნიტა და მტვრის კორიანტელში პირდაპირ შეეჩეხა ჩამომხრჩვალ მერის. გასაკვირი იყო თუ როგორ უძლებდა ამხელა წონას საწოლზე გამობმული თოკი. ვითომ დემონი წავიდა და ამიტომ ამჩატდა? მღვდელს ხომ შელოცვა არ დაუსრულებია. სწორედ ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი. ქალი მკვდარი იყო, მაგრამ სად იყო დემონი? მერის მკვდარ სხეულში სამუდამოდ ჩარჩა? ან ის შიშველი კაცი ვინ იყო? საყვარელი, რომელსაც ქობეზე ფეტიში აქვს? მღვდლის ფიქრები ერთმანეთში ირეოდა. გახევებული იდგა და სიცარიელეს გასცქეროდა. ამ დროს ზემოდან ხმა შემოისმა. მელოტი კაცის დაძარღვული სახე იცქირებოდა გაკვეთილი სივრიდან. - ქმარი მეგონე!.. შენ დაგემალე! ყველაფერი შენი ბრალია! გაზღვევინებ! შე ნაბიჭვარო! - აღრიალდა შიშველი საყვარელი, მღვდელი გაოცებული იყო ასეთი მეტამრფოზით. კაცი, რომელმაც შიშისგან ჩაიფსა და იმდენი გამბედაობა არ ეყო, რომ ლოგინიდან გამომძვრალიყო, ახლა ლუსიენის მოსაკლავად მიიწევდა. მღვდელი მიხვდა, რომ მერის საყვარელი სამზარეულოსკენ გაემართა, თავად კი სახლიდან გასაქცევად გაემზადა. კარის სახელურს დაავლო ხელი. დანამომარჯვებული საყვარელი უკვე კიბეებზე ჩამორბოდა. ლუსიენში ადრენალინმა იმატა, გადაავიწყდა ტკივილი, ანაფორა გაიხადა და თავსხმა წვიმაში გავარდა, რათა მერედესში ჩამჯდარიყო და ამ წყეული ადგილიდან სამუდამოდ მოეკურცხლა. იგი მანქანას დაეტაკა, საყვარელი კი გარეთ გამოვარდა. მღდელი განზე გახტა, შიშველ-ტიტველმა მოქნეული დანა ააცილა და პირდაპირ ბენზინის ავზს გაუყარა. ლუსიენი საჭის მხრიდან ვეღარ მოუვლიდა, ამის დრო არ იყო. მძღოლის გვერდითა სავარძლის კარი გააღო და ელვის სისწრაფით გადაძვრა საჭესთან. მათ ერთდროულად დაავლეს სახელურს ხელი და როდესაც სულიენმა მერსედესის კარი მთელი ძალ-ღონით მოიჯახუნა, საყვარელის ყურისწამღები ღრიალი გაისმა და სავარძელზე კარში ჩატანებული პენისი დავარდა. მღვდელს ნერწყვი ყელში გაეჩხირა. მცირეხნით უცქერდა მოკვეთილ ასოს. სახეზე შური შეყინვოდა. ქვედა ტუჩი და წარბები აზიდა. გაიფიქრა: "გათხოვილ ქალებს მოთხოვნილებები ეზრდებათ. . . ნეტავ ჩემი ცოლი რას საქმიანობს?". ლუსიენმა იმ სასაჩუქრე ცელოფნიდან, რომელიც კასტრირებული ბავშვების ქოროსთვის ჩესტონჰილის ეკლესიაში უნდა გადაეცა, კანფეტები გადმოყარა, პენისი შიგნით მოათავსა და ღია ფანჯრიდან გადაუგდო ასომოკვეთილს, რომელმაც პატარძლის ნასროლი თაიგულივით დაიჭირა თავისი ღირსება. - ამას ეშმაკიც არ მაპატიებს, - ამოიხვნეშა მღვდელმა, მანქანა დაძრა და ატლახებულ დაღმართს უკანმოუხედავად ჩაუყვა, თითქოსთუ გაიხედავდა ქვად გადაიქცეოდა. გზა გრძელი იყო. მანქანის დანით გაპობილი ავზი კი ბენზინისგან იცლებოდა და იცლებოდა, როგორც მერსედესის კარით კასტრირებული საყვარელი იმედისგან, რომ ვიღაც გამოსირებული თეთრხალათიანი ასოს მიაკერებდა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ლუსიენი სახელია. სიგურლინი ისლანდიური გვარია როგორც ვიცი.
შესაძლოა ფინალი უკეთესს იმსახურებდა, მაგრამ ეს იდეა ჩამიჯდა რაღაცატომ, მღვდლის უბედურების მოლოდინში დამეტოვებინა მკითხველი. მადლობა ნიკ :)
ლუსიენი სახელია. სიგურლინი ისლანდიური გვარია როგორც ვიცი.
შესაძლოა ფინალი უკეთესს იმსახურებდა, მაგრამ ეს იდეა ჩამიჯდა რაღაცატომ, მღვდლის უბედურების მოლოდინში დამეტოვებინა მკითხველი. მადლობა ნიკ :)
5. რამოდენიმე ადგილას კარგი იყო სიუჟეტის განვითარება აშკარად უკეთესი დასასრულის შანსებს იძლეოდა ბევრად კარგად დაიწყო და გაგრძელდა, ვიდრე დასრულდა
სულიენ სიგურლინი-ია მღვდელი თუ ლუსიენ-ი? დასალაგებელია ცოტა
4 ქულა ჩემგან რამოდენიმე ადგილას კარგი იყო სიუჟეტის განვითარება აშკარად უკეთესი დასასრულის შანსებს იძლეოდა ბევრად კარგად დაიწყო და გაგრძელდა, ვიდრე დასრულდა
სულიენ სიგურლინი-ია მღვდელი თუ ლუსიენ-ი? დასალაგებელია ცოტა
4 ქულა ჩემგან
4. როგორი სითბო ჩამეღვარა :)) როგორი სითბო ჩამეღვარა :))
3. მოულოდნელად კარგი იყო- რამდენიმე ჟანრის კლასიკის დონზეც კი :)
მოულოდნელად კარგი იყო- რამდენიმე ჟანრის კლასიკის დონზეც კი :)
2. მადლობა ალექსანდრე :) მადლობა ალექსანდრე :)
1. კარგი იყო. +5. ამ ბოლო პერიოდის იუმორისტულებში ნამდვილად გამოირჩევა კარგი იყო. +5. ამ ბოლო პერიოდის იუმორისტულებში ნამდვილად გამოირჩევა
|
|
მონაცემები არ არის |
|
|