ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2020


უსიყვარულოდ


<><><>
ვთქვათ,
სიყვარული რომ დაფასოვდეს,
იყიდებოდეს მაღაზიებში,
იყიდებოდეს სულაც გრამობით,
ან იცვლებოდეს ზღვისფერ იებში,
გამოვიდოდი მე ღამ-ღამობით
და იის კონებს შევაგროვებდი.
გამყიდველ გოგოს გავუღიმებდი,
მორცხვად ვეტყოდი,ისევ მოვედი!
არ მეყო დოზა, გუშინ ნაყიდი,
გთხოვთ, დამიმატოთ ერთი იმდენი.
ნეტავ სიყვარულს როგორ იმეტებს?
რა უგულოა ეს გამყიდველი...
განა სუყველას მე შევიძენდი,
განა თავს ასე გავიღორებდი?
რაც მე დამაკლდა, ზუსტად იმ დოზას
ავიღებდი და გავიყოლებდი.
წამოვწვებოდი მერე,ბატონო,
სადმე ,მზის გულზე,
გამხმარ ფიცარზე.
არ მინდა ვინმე ისე დავტოვო,
უსიყვარულოდ დედამიწაზე!




უსიყვარულოდ


<><><>
ვთქვათ,
სიყვარული რომ დაფასოვდეს,
იყიდებოდეს მაღაზიებში,
იყიდებოდეს სულაც გრამობით,
ან იცვლებოდეს ზღვისფერ იებში,
გამოვიდოდი მე ღამ-ღამობით
და იის კონებს შევაგროვებდი.
გამყიდველ გოგოს გავუღიმებდი,
მორცხვად ვეტყოდი,ისევ მოვედი!
არ მეყო დოზა, გუშინ ნაყიდი,
გთხოვთ, დამიმატოთ ერთი იმდენი.
ნეტავ სიყვარულს როგორ იმეტებს?
რა უგულოა ეს გამყიდველი...
განა სუყველას მე შევიძენდი,
განა თავს ასე გავიღორებდი?
რაც მე დამაკლდა, ზუსტად იმ დოზას
ავიღებდი და გავიყოლებდი.
წამოვწვებოდი მერე,ბატონო,
სადმე ,მზის გულზე,
გამხმარ ფიცარზე.
არ მინდა ვინმე ისე დავტოვო,
უსიყვარულოდ დედამიწაზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს