მთვარის სონეტი ( სონეტი N° 1 )
მთვარე დაჭეჭყილ ვერცხლის მონეტას საოცრად ჰგავდა, რამ გამახსენა ეს შედარება, არ ვიცი, მაგრამ მითვალთვალებდა დაჟინებით, თვალებით მჭამდა. ან რად ვუნდოდი, მაოცებდა, მიკვირდა მაგრად.
ვერ დავაღწიე თავი, ვცადე, ასეა მართლა, გაბატონება უნდოდა ჩემზე და ჩემი მართვა. ოდნავ ავხედე და მოასწრო მან თვალის ჩაკვრა. მომაჯადოვა, თავს ვერ ვაღწევ! რაღა ვქნა ახლა?
სხვების ცხოვრებით ითამაშა, მონუსხვაც სცადა, ალბათ ამიტომ დაუჟეჟეს ცხვირ–პირი კარგად. მისმა თვალთვალმა უსიამო მომგვარა განცდა. თითქოს ბარბაცებს, ვერ მაგრდება ცის ქიმზე მყარად.
ნუ ეხუმრებით სავსე მთვარეს, დაფიქრდით მარდად, მთვარეულები ასრულებენ მის ნებას მარად.
მზია თვალაბეიშვილი 2013 წლის 5 დეკემბერი
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ძალია, ძალიან მომეწონა !
მთვარე დაჭეჭყილ ვერცხლის მონეტას საოცრად ჰგავდა დიდებული ფრაზაა. ძალია, ძალიან მომეწონა !
მთვარე დაჭეჭყილ ვერცხლის მონეტას საოცრად ჰგავდა დიდებული ფრაზაა.
1. სავსე მთვარეა და გამახსენდა. :)
სავსე მთვარეა და გამახსენდა. :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|