ნაწარმოებები



ავტორი: ქეთ
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2020


სარკისებრი პროექცია (გიორგი საჯაიას ლექსს)

“დღეები ჰგვანან პალინდრომებს -
წასვლა, წამოსვლა, ვირაჟები.
მთვარე გავტეხე - ნახევარი
აბი LSD 25-ის,
ენის ქვეშ - იყო ახირება...
არაფერი თქვა, ჩამეხუტე!
შეშლამდე ისე ცოტა კმარა,
რომ სულში სისხლი ჩამედინა:
შენი სხეული ცოდვა არი,
რომელიც უნდა ჩავიდინო!»

გიორგი საჯაია


რომ ამ მირაჟების
გამოკრთომებს,
გარდავქმნი სხეულში ანიონად.
(გზა ხომ ანოდამდე სიშორეა)
წამი და ყოველივე მოვიგონე -
საკუთარ ზმანებებში ამერევი -
იმდენად ჩემი ხარ და ვერ ვიჯერებ,
(“აბი ენის ქვეშ იყო ახირება“)
თქვი და გამოჭერი ყელი ღამეს,
სანამ ამინდები აირევა.
რომ ვთქვა, ჩავიდინე(!)
ცოდვა რადგან -
სიშიშვლე მხოლოდ სულის მაბადია.
და მაინც ალბათ ისევ გადამთელავს
განვლილ ტაეპების გრადაცია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები