ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2020


* * *

დავსხდებით ხოლმე აივანზე მე და ბაბუა,
ვუყურებთ დინჯად გახუნებულ, განივ კორპუსებს...
საოცრად მშვიდი, მართალი და უნიღაბოა
ბაბუა, ვისშიც თავს იყრიან: დიდრო, კონფუცი,
ჩერჩილი, განდი, კუროსავა, ნიცშე, ჰეგელი...
მათ, ვინც მსოფლიო გრძელი ვადით ჩაიბღაუჭეს;
ერთი შეხედვით ამაყი და შეუდრეკელი
აპრილის დარად მომრავლებულს მალავს ნაოჭებს
ძილით, ღვიძილით, პაპიროსის წევით და ასე
ათასი ხერხით, რომელთაგან ყველა მობეზრდა...
ოთხმოცდახუთი წლისაა და დღეს შევაფასე,
ყოველი წამი, რაც აქამდე მასთან მომეცა.
ასეა ხოლმე, ჩამოვსხდებით მე და ბაბუა,
ღმერთის მდგმურები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები