ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2009


* * * (მეც არაგვივით)

მეც არაგვივით მოგყვებოდი
ბარისკენ თაი,
კარგავდნენ ელფერს
ამღვრეული ნაპირები და

ქრებოდი ხელში
როგორც არაგვს ეცლება ფშავი,
კალმახებს აღმა
მიჰყვებოდნენ გრძნობები ცისკენ.

ჩამაგყევ ბარში,
მცირე ხანი ვიდინე მდორედ,
ვიბრძოლე კიდეც,
(გაშმაგება მეწადა რარიგ).

დავიღალე და
ვინც გიყვარდა, ისევ ის ვიძმე,
ისევ ის ვიძმე, ვინც გიყვარდა
და დავიღალე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  უმა თურმანი ვულოცავთ დაბადების დღეს