ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
13 მაისი, 2020


Александр Сергеевич Пушкин –ЭЛЕГИЯ

ალექსანდრე პუშკინი - ელეგია

გიჟური წლების დროსტარება საამურები, 
მძიმეა ჩემთვის, ვით მშფოთვარე ნაბახურევი;
მაგრამ ვით ღვინოს - გარდასული ჟამის სინაღვლეს,
დაძველებისგან ემატება უფრო სიმძლავრე. 
გზა მჭმუნვარეა; მემუქრება ჯაფით, შერისხვით,
დაუცხრომელი ოკეანე უცნობ მერმისის.

ჯერ ნაადრევად მიმაჩნია თუმცა შავეთი,
სიცოცხლე მიჯობს სადარდელით და სიავეთი;
ვუწყი, დროდადრო დამიბრუნებს ხალისს განცხრომა,
შეენაცვლება ზრუნვას, წყენას, ბედის გაწყრომას.

კვლავ აღვივსები ჰარმონიის ტკბილი ზარხოშით,
მდუღარე ცრემლის ღვარში გავბან ფიქრებს წამოშლილს
და შესაძლოა, ჩემს სევდიან მწუხრის ნათელში,
ღიმილით გაკრთეს სიყვარული უკანასკნელი.

13 მაისი, 2020 წ.



Александр Сергеевич Пушкин –ЭЛЕГИЯ

Безумных лет угасшее веселье
Мне тяжело, как смутное похмелье.
Но, как вино — печаль минувших дней
В моей душе чем старе, тем сильней.
Мой путь уныл. Сулит мне труд и горе
Грядущего волнуемое море.

Но не хочу, о други, умирать;
Я жить хочу, чтоб мыслить и страдать;
И ведаю, мне будут наслажденья
Меж горестей, забот и треволненья:

Порой опять гармонией упьюсь,
Над вымыслом слезами обольюсь,
И может быть — на мой закат печальный
Блеснет любовь улыбкою прощальной.

1830

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები