უღრან ტყეში , უზარმაზარი ვერხვის ტოტზე ცხოვრობდა ერთი ქედანი, ლამაზად უთენდებოდა ყოველი დღე.უსმენდა ტყის მომაჯადოვებელ ხმებს,უცქერდა უმშვენიერეს ჭალას , მადიანად შეექცეოდა ვერხვის კვირტებს და იყო ბედნიერი. მხოლოდ, მარტოობასთან მეგობრობდა.მარტოობა კი ყველაზე უღალატო მეგობრობაა სამყაროში. თავის ნათესავ ფრინველებს,მტრედისფერთა ოჯახიდან კი, შორიდან ეფერებოდა. ესიყვარულებოდა, მაგრამ,ამავ დროს, გაურბოდა, არ სურდა სიმყუდროვე დარღვევოდა, იმედგაცრუებისაც ეშინოდა. ერთხელ, მუხაზე შეიკრიბნენ გვიძინი,სავათი, ღალღა, სარსარაკი, მოკლედ, ქედანის მთელი ნათესაობასუფრას უსხდნენ რკოს მადიანად შეექცეოდნენ ტყის ცხოვრების ავ-კარგს მიმოიხილავდნენ. შორიდან , ვერხვის ტოტებში ჩაფიქრებული ქედანი შენიშნეს და გადმოიპატიჟეს. "ესეც , ხომ ჩვენი,მტრედისებრთა ოჯახიდანააო!“...მერე , თავადაც, ეწვივნენ...მოკლედ, ამ დღიდან ,შეიცვალა ქედანის ცხოვრება.,,“არ გამიშვაო!“ ევედრებოდა მარტოობა,მაგრამ ვინ გაუგონა. ნათესავების სიყვარულით აღვსილმა და გაბრუებულმა ქედანმა ბუდის კარი ცხვირწინ მიუხურა. ერთ უკუნ ღამეში, მიძინებულ ქედანს ქვემოთ ,კაჭკაჭის კვნესა შემოესმა,საწყალი ლაფში ჩავარდნილიყო, ფრთები ისე დამძიმებოდა სისოვლისაგან, რომ მაღლა ვეღარ ფრინდებოდა და ძალიან წვალობდა. ქედანი, .მყის, დაეშვა სიმაღლიდან , აიტაცა საბრალო, ნისკარტით სათუთად გაასუფთავა და თავის ბუდეში მიუჩინა ბინა.დაჰყურებს მძინარე კაჭკაჭს და ბედნიერია,რომ დროულად მიუსწრო, ლაფი გააცალა და შავ-თეთრი ბუმბულიც გამოუჩინა. ქედანს ხუნდობისას ,დედა ხშირად უმეორებდა: ,,დაცემული წამოაყენე,მაგრამ არ შეიცოდო, თორემ, წამოდგომის შემდეგ მადლიერი კიარ დაგრჩება, შეცოდებას არ გაპატიებსო“ , მაინც, ,ეცოდება და რა ჰქნას? კაჭკაჭი მოსუქდა, მოძლიერდა, დამშვენდა და გაილაღა. ქედანმა,მისი ბუდის ახალი მობინადრის ხუმრობებზე , გულიანად იცინოდა ხან გუგულს რომ აჯავრებდა, ხანაც- კოდალას. მაგრამ , მალე მოხდა, ის,რაც ასეთ დროს ხდება,ხოლმე. ეს მოსუქებულ-მოპუტკუნებულ-მოძლიერებული კაჭკაჭი გადაიპარა (როცა ქედანს ეძინა) მტრედისებრთა ოჯახში,მოიკითხა გვიძინი, ღალღა, სავათი, სარსარაკი. რკოები მიუკითხა, თან ,სასხვათაშორისოდ, მოყვა,რომ ქედანი, სინამდვილეში (კაჭკაჭივით), ყორნისებრთა ოჯახიდანაა და თქვენთან კი, მტრედობს, მაგრამ ბუმბულის სიღრმეში ,მაინც ყორანია და თქვენი მტერიო. დაიძრა, გუნდად ,აღშფოთებულ ფრინველთა ჯოგი. მისცვივდნენ მძინარე ქედანს, გაავებულად ააგლიჯეს იისფერი ბუმბული,ააგლიჯეს ყელთან მომწვანო ნახევარსაყელო. ნისკარტები ჩასცეს საბრალოს, ეძიეს, ეძიეს და ყორნისა რომ ვერაფერი იპოვეს იქაურობა უბოდიშოდ მიატოვეს გაფრინდნენ. ბუმბულ-კანგადაცლილი, გასისხლიანებული ქედანის კვნესა ისმოდა ბუდიდან მთელს ტყეში. დარჩა უსასოოდ, ვერ ხვდებოდა რისთვის დაისაჯა. წყლულზე რომ ვერხვის ფოთოლი დააფაროს, ისეთიც არავინ ჩანდა. ამ დროს , ბუდის კარზე კაკუნი გაისმა. ზღურბლთან მარტოობა იდგა და მოწყენილი ელოდებოდა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მზია თვალაბეიშვილი.
გმადლობ, ძვირფასო. მზია თვალაბეიშვილი.
გმადლობ, ძვირფასო.
8. იგავები აღარ იწერება, ამიტომ დასაფასებელია თითოეული. დროთა მსვლელობაში უფრო დაიხვეწება. მარტოობის ფასიც ყველამ უნდა იცოდეს (ღმერთმა არავინ დატოვოს მარტო). ზოგჯერ ადამიანს მოთხოვნილებაც კი აქვს, რაღაც პერიოდის განმავლობაში, იყოს მარტო, გადააფასოს მომხდარი, ან განვლილი ცხოვრება. ჩემგან 5
იგავები აღარ იწერება, ამიტომ დასაფასებელია თითოეული. დროთა მსვლელობაში უფრო დაიხვეწება. მარტოობის ფასიც ყველამ უნდა იცოდეს (ღმერთმა არავინ დატოვოს მარტო). ზოგჯერ ადამიანს მოთხოვნილებაც კი აქვს, რაღაც პერიოდის განმავლობაში, იყოს მარტო, გადააფასოს მომხდარი, ან განვლილი ცხოვრება. ჩემგან 5
7. სიკეთის კეთებას მოყვება ხშირად უმადურობა და ღალატიც პასუხად.
მხატვრულადაა მითითებული მარტოობა რომ არ ღალატობს. მარტოობა ადამინის მსგავსადაა წარმოდგენილი.
შენი ნაწერი ახლობელია ჩემთვის. მადლობა, შემოგევლე ფისო. სიკეთის კეთებას მოყვება ხშირად უმადურობა და ღალატიც პასუხად.
მხატვრულადაა მითითებული მარტოობა რომ არ ღალატობს. მარტოობა ადამინის მსგავსადაა წარმოდგენილი.
შენი ნაწერი ახლობელია ჩემთვის. მადლობა, შემოგევლე ფისო.
6. მარტოობა კი ყველაზე უღალატო მეგობრობაა სამყაროში.“- ნიკის და მუხასაც გაუმახვილებიათ ყურადღება ამ ფრაზაზე-მე კი მგონია, რომ მარტოობა ღალატია საკუთარი თავის.
ქედნები ალბათ მაინც დაეხმარებიან კაჭკაჭებს, მაგრამ მეტი სიფრთხილით.
5 თ-ბ. 2020-05-18 23:45:57
ეეეეჰ, ჩემო კარგო თ-ბ, არავისაც არ სურს მარტოობა. მაგრამ როცა ყველა მიგატოვებს,ან -უნებურად რჩები მასთან. ამიტომაც ,დავარქვი უღალატო.
და ეს, ასეა.
მარტოობა კი ყველაზე უღალატო მეგობრობაა სამყაროში.“- ნიკის და მუხასაც გაუმახვილებიათ ყურადღება ამ ფრაზაზე-მე კი მგონია, რომ მარტოობა ღალატია საკუთარი თავის.
ქედნები ალბათ მაინც დაეხმარებიან კაჭკაჭებს, მაგრამ მეტი სიფრთხილით.
5 თ-ბ. 2020-05-18 23:45:57
ეეეეჰ, ჩემო კარგო თ-ბ, არავისაც არ სურს მარტოობა. მაგრამ როცა ყველა მიგატოვებს,ან -უნებურად რჩები მასთან. ამიტომაც ,დავარქვი უღალატო.
და ეს, ასეა.
5. მარტოობა კი ყველაზე უღალატო მეგობრობაა სამყაროში.“- ნიკის და მუხასაც გაუმახვილებიათ ყურადღება ამ ფრაზაზე-მე კი მგონია, რომ მარტოობა ღალატია საკუთარი თავის.
ქედნები ალბათ მაინც დაეხმარებიან კაჭკაჭებს, მაგრამ მეტი სიფრთხილით.
5 მარტოობა კი ყველაზე უღალატო მეგობრობაა სამყაროში.“- ნიკის და მუხასაც გაუმახვილებიათ ყურადღება ამ ფრაზაზე-მე კი მგონია, რომ მარტოობა ღალატია საკუთარი თავის.
ქედნები ალბათ მაინც დაეხმარებიან კაჭკაჭებს, მაგრამ მეტი სიფრთხილით.
5
4. მუხა. გმადლობ ძვირფასო.გეთანხმებით, რომ ადამიანი მარტო არასდროს არ არის , ღმერთი არს ჩვენთან!
მუხა. გმადლობ ძვირფასო.გეთანხმებით, რომ ადამიანი მარტო არასდროს არ არის , ღმერთი არს ჩვენთან!
3. ლაღი და სასიამოვნო იგავია, " მარტოობა კი ყველაზე უღალატო მეგობრობაა სამყაროში" - მე კი მგონია რომ მარტოობა და ღამე ობა არიან ყველაზე დიდი მოღალატეები, ვერ ენდობი მათ , რადგან ადამიანი არის მიწიერი არსება , სიკეთე და ბოროტების კოდი თანაბარი აქვს , ამიტომ მარტოობაში და ღამეობაში არავინ უწყის რას ამოატივტივებს მისი არაცნობიერი, ასეთ დროს უარყოფითი აზრები დომინირებს,
"დაცემული წამოაყენე, მაგრამ არ შეიცოდო"- ეს არის სიბრძნე, მომეწონა. ადამიანი მარტო არასდროს არ არის , ღმერთი არს ჩვენთან! ლაღი და სასიამოვნო იგავია, " მარტოობა კი ყველაზე უღალატო მეგობრობაა სამყაროში" - მე კი მგონია რომ მარტოობა და ღამე ობა არიან ყველაზე დიდი მოღალატეები, ვერ ენდობი მათ , რადგან ადამიანი არის მიწიერი არსება , სიკეთე და ბოროტების კოდი თანაბარი აქვს , ამიტომ მარტოობაში და ღამეობაში არავინ უწყის რას ამოატივტივებს მისი არაცნობიერი, ასეთ დროს უარყოფითი აზრები დომინირებს,
"დაცემული წამოაყენე, მაგრამ არ შეიცოდო"- ეს არის სიბრძნე, მომეწონა. ადამიანი მარტო არასდროს არ არის , ღმერთი არს ჩვენთან!
2. ნ-ი-კ-ი. მადლობა ,დრო რომ დამითმეთ.
მარტოობა მზადაა იყოს ჩვენთან.ამიტომაც ,თავად,უღალატოა.
რკოთი მართლაც იკვებებიან,მატლებითაც,მაგრამ არაპოეტურია და დავაიგნორე:)) ქედანის სიდიდეში ფიზიკურობა არ მიგულისხმია,მაგრამ შენიშვნა მიღებულია და შევცვლი. დიდი მადლობა ნიკ! ნ-ი-კ-ი. მადლობა ,დრო რომ დამითმეთ.
მარტოობა მზადაა იყოს ჩვენთან.ამიტომაც ,თავად,უღალატოა.
რკოთი მართლაც იკვებებიან,მატლებითაც,მაგრამ არაპოეტურია და დავაიგნორე:)) ქედანის სიდიდეში ფიზიკურობა არ მიგულისხმია,მაგრამ შენიშვნა მიღებულია და შევცვლი. დიდი მადლობა ნიკ!
1. “მარტოობა კი ყველაზე უღალატო მეგობრობაა სამყაროში“
ალბათ უნდა იყოს მარტოობასთან მეგობრობა არის უღალატო მეგობრობა.
თუმცა ამასაც ვერ დავეთანხმები ერთ წამში საღალატებელი მეგობრობაა ეგ :) ( ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც ჩემი სიტყვები ახდა 2 წინადადებაში :)) )
“რკოს მადიანად შეექცეოდნენ“ გარეული ღორი მეგონა აქამდე რკოს მოყვარული და უყურე ამათ მართლა ჭამენ ეგენიც?
“ქედანი, ხომ, კაჭკაჭზე დიდია “ - დარწმუნებული ხართ? მგონი ტოლები არიან
ჰო, ყველა რომ მიგატოვებს, მარტოობა მაშინ გეწვევა ხოლმე ზუსტად და რომ ნახეს რომ არაფერ შუაში იყო, მიეხედათ მაინც მერე და კაჭკაჭი კი გაებრდღვნათ :( მერე უკვირთ, საფანტს რატომ ესვრიანო :)
მოგიკითხეთ ქალბატონო კრავაი :)
“მარტოობა კი ყველაზე უღალატო მეგობრობაა სამყაროში“
ალბათ უნდა იყოს მარტოობასთან მეგობრობა არის უღალატო მეგობრობა.
თუმცა ამასაც ვერ დავეთანხმები ერთ წამში საღალატებელი მეგობრობაა ეგ :) ( ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც ჩემი სიტყვები ახდა 2 წინადადებაში :)) )
“რკოს მადიანად შეექცეოდნენ“ გარეული ღორი მეგონა აქამდე რკოს მოყვარული და უყურე ამათ მართლა ჭამენ ეგენიც?
“ქედანი, ხომ, კაჭკაჭზე დიდია “ - დარწმუნებული ხართ? მგონი ტოლები არიან
ჰო, ყველა რომ მიგატოვებს, მარტოობა მაშინ გეწვევა ხოლმე ზუსტად და რომ ნახეს რომ არაფერ შუაში იყო, მიეხედათ მაინც მერე და კაჭკაჭი კი გაებრდღვნათ :( მერე უკვირთ, საფანტს რატომ ესვრიანო :)
მოგიკითხეთ ქალბატონო კრავაი :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|