 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 17 მაისი, 2020 |
კაცობრიობის შიმშილის მტერო, მოხარშულს გიცნობ, გიცნობ შემწვარსაც, მუნდირშიც მიყვარს შენი მირთმევა, გულს უხდებაო-ასე ამბობენ. თითქმის ყოველდღე, სიზიფესავით ებრძვი ჩემ შიმშილს, ათასნაირი აღკაზმულობის ხარ, ხახვით ან ხახვის გარეშე, ტყემლით ან პომიდვრის საწებლით, სოკოსთან ერთად, იშვიათად ოჯახურიც ხარ... სად აღარ ხარობ, მესტიასა და ახალციხეში, ლაგოდეხში, გურიანთაში. გული მიკვდება, როდესაც გაყინულს გხედავ, მერე ჩაგყრიან გავარვარებულ ზეთის მასაში, შიშხინებ, იწვი, მარილს გაყრიან ჭრილობაზე, ცოტაც და პომადიანი ტუჩებით გცმუციან სწრაფი კვების ობიექტებში... მეც რამდენჯერ მომიწყვია შენთვის ინკვიზიცია, როცა ნაკვერჩხალში შემიყრიხარ და პირი დამითუთქავს შემდეგ შენით... ოდესმე, როცა ძალიან ბევრ ფულს ვიშოვი, ქალაქის ცენტრში ძეგლს დაგიდგამ, ველოსიპედის ადგილას. კაცობრიობის შიმშილის მტერო, ფრივ, მექსიკურო და პიურევ, მოხარშულს გიცნობ, შენ ისეთივე დიდი მონაპოვარი ხარ კაცობრიობისთვის, როგორც ბორბალი, ელექტრო ნათურა და პოეზია! ხახვივით ამპარტავანი კი არ ხარ, შენი დაჭრისას რომ ცრემლი მომადგას, მე მაინც ვტირი, რომ უნდა აგათალო გვერდები და ამოგაჭრა ხალები, შავი წერტილები, დაგყარო ტაფაზე და შეგიბრაწო კიდეები... ნუ გაძვირდები, ნურც ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდები, დაიცავი ოქროს შუალედი! კაცობრიობის შიმშილის მტერო, პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ შენნაირი მეგობარი მე ჯერ არ მყოლია! ადამიანი ადამიანისთვის კარტოფილია! შენ მელანდები ყველა ანდაზაში და შეგონებაში, ყველა აფორიზმში და იგავში. შენს გამო შემიყვარდა მეცნიერება-ობიექტური სინამდვილის საგნებისა და მოვლენების კონკრეტული სივრცის და მისი დროის მიხედვით ცვალებადობის შესახებ და გავხდი კარტოგრაფი, უფრო სწორად კი, კარტოფილი! ავე, კარტოფილო! კარტოფილი მკვდარია, გაუმარჯოს კარტოფილს!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. :)) გამომრჩა, მაი, ისევ კამიანი, ახალი კარტოფილი და ტყემალი ჯობს ბატატს :დ :)) გამომრჩა, მაი, ისევ კამიანი, ახალი კარტოფილი და ტყემალი ჯობს ბატატს :დ
27. ახლა ევროპაში ძაან მოდაშია, რომაა ტკბილი კარტოფილი, შენწვარი, მოხარშული, მოხრაკული დ შეყვარებულები რომ მიიერთმევენ ნაირ-ნაირებით და რომ ქვია "ბატატი", (ქართულად არ ვიცი) მაგაზე მაინც დაგეწერა , თვარა კარტოფილს გოუმარჯოს აბა, რა!
ახლა ევროპაში ძაან მოდაშია, რომაა ტკბილი კარტოფილი, შენწვარი, მოხარშული, მოხრაკული დ შეყვარებულები რომ მიიერთმევენ ნაირ-ნაირებით და რომ ქვია "ბატატი", (ქართულად არ ვიცი) მაგაზე მაინც დაგეწერა , თვარა კარტოფილს გოუმარჯოს აბა, რა!
26. მე ჩემ კარტოფილს მივუძღვნი ოდებს, საიტი ლიტერატურულია, პოეზია-ყოვლისმომცველი, აქ გავჩერდეთ :) მე ჩემ კარტოფილს მივუძღვნი ოდებს, საიტი ლიტერატურულია, პოეზია-ყოვლისმომცველი, აქ გავჩერდეთ :)
25. ოდა მისაღებია, მაგრამ ასეთი ატაცება ამით მიკვირს, ლიტერატურული საიტია თუ კულინარიული. ოდა მისაღებია, მაგრამ ასეთი ატაცება ამით მიკვირს, ლიტერატურული საიტია თუ კულინარიული.
24. სადავო თემაა ეგ. მეფეთა ხოტბა გამიგია, მაგრამ კარტოფილის, ბოზბაშისა და ჩიხითმის არა. სადავო თემაა ეგ. მეფეთა ხოტბა გამიგია, მაგრამ კარტოფილის, ბოზბაშისა და ჩიხითმის არა.
23. დასტური 21-ს! სოხუმელი კაცი დავხარბდი იმერულ სუფრას, თუმცა ვინ არ დახარბდება :) ვანანო, ქება არ სჭირდება მეფეებს, თორემ გეპარდი და კარტოფილი კი იმსახურებენ ოდებს :) დასტური 21-ს! სოხუმელი კაცი დავხარბდი იმერულ სუფრას, თუმცა ვინ არ დახარბდება :) ვანანო, ქება არ სჭირდება მეფეებს, თორემ გეპარდი და კარტოფილი კი იმსახურებენ ოდებს :)
22. კარტოფილია ხალხო, ნუ გააღმერთებთ მაინცდამაიმც. ჩვეულებრივი მუცლისა და გემოს შეგრძნებას ქება არ ჭიედება!! ეს ჩემი აზრია კარტოფილია ხალხო, ნუ გააღმერთებთ მაინცდამაიმც. ჩვეულებრივი მუცლისა და გემოს შეგრძნებას ქება არ ჭიედება!! ეს ჩემი აზრია
21. 5 კარტოფილს. ამასთან კაი წიწილი, კაი წითელი ღვინო, შოთი, მწვანილი, ყველი იმერული... იფ გეიშალა სუფრა. თან მეფური სუფრა ჩემო გიორგი :) 5 კარტოფილს. ამასთან კაი წიწილი, კაი წითელი ღვინო, შოთი, მწვანილი, ყველი იმერული... იფ გეიშალა სუფრა. თან მეფური სუფრა ჩემო გიორგი :)
20. სხვათაშორის, კარტოფილი საქართველოში პირველად იმერეთში მოიყვანეს სადღაც მე-18 საუკუნის ბოლოს. რაც შეეხება ლობიოს ევროპაში შესაძლოა გავრცელებულიყო მინიმუმ კოლუმბის მოღვაწეობის წლების შემდეგ. ასე რომ ნ-ი-კ-ი მწვადებია გინდა-არ გინდა :) სხვათაშორის, კარტოფილი საქართველოში პირველად იმერეთში მოიყვანეს სადღაც მე-18 საუკუნის ბოლოს. რაც შეეხება ლობიოს ევროპაში შესაძლოა გავრცელებულიყო მინიმუმ კოლუმბის მოღვაწეობის წლების შემდეგ. ასე რომ ნ-ი-კ-ი მწვადებია გინდა-არ გინდა :)
19. „ნეტავ სანამ კარტოფილს შემოიტანდნენ, რას ვჭამდით ქართველები?“ ალბათ, ლობიოს :)))
„ნეტავ სანამ კარტოფილს შემოიტანდნენ, რას ვჭამდით ქართველები?“ ალბათ, ლობიოს :)))
18. ოდეს ტურფა გაიაფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად :)) ოდეს ტურფა გაიაფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად :))
17. ღიმილით ჩამეკითხა. სიმართლე კია, რაც აქ წერია. ვითომ რატომ არ უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი? ღიმილით ჩამეკითხა. სიმართლე კია, რაც აქ წერია. ვითომ რატომ არ უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი?
16. კი, მიწის ვაშლი ეწოდება.
კი, მიწის ვაშლი ეწოდება.
15. Homo homini Solánum tuberósum est :)) Homo homini Solánum tuberósum est :))
14. ადამიანი ადამიანისთვის კარტოფილია! :) ადამიანი ადამიანისთვის კარტოფილია! :)
13. შემდეგი ოდა იუმორისტულში იქნება :) შემდეგი ოდა იუმორისტულში იქნება :)
12. აუფ... განაწყენდა ახლა იუმორისტული ჟანრი ასე ამბობს, ნახოს მაგან, თუ ხმა გავცეო :)))
ჟანრი ჟანრია არაფრით არაა კარგი იუმორისტული ნაკლები კარგ არაიუმორისტულზე
რა ვიცი, მე ასე მგონია და რა გითხრათ :)
აუფ... განაწყენდა ახლა იუმორისტული ჟანრი ასე ამბობს, ნახოს მაგან, თუ ხმა გავცეო :)))
ჟანრი ჟანრია არაფრით არაა კარგი იუმორისტული ნაკლები კარგ არაიუმორისტულზე
რა ვიცი, მე ასე მგონია და რა გითხრათ :)
11. იუმორისტულისთვის მენანება ამხელა ოდა :) იუმორისტულისთვის მენანება ამხელა ოდა :)
10. ალბათ იუმორისტულში უნდა ყოფილიყო
ნეტავ სანამ კარტოფილს შემოიტანდნენ, რას ვჭამდით ქართველები?
ისტორია ვინც იცით კარგად სადღაც თამარის პერიოდში ზოგადად რას ჭამდნენ ქართველები?
არ მითხრათ მწვადებიო :)) ეგ არ ითვლება. მაგას ყველგან ჭამდნენ სხვა
ალბათ იუმორისტულში უნდა ყოფილიყო
ნეტავ სანამ კარტოფილს შემოიტანდნენ, რას ვჭამდით ქართველები?
ისტორია ვინც იცით კარგად სადღაც თამარის პერიოდში ზოგადად რას ჭამდნენ ქართველები?
არ მითხრათ მწვადებიო :)) ეგ არ ითვლება. მაგას ყველგან ჭამდნენ სხვა
9. მიწავაშლა სხვა მცენარეა მგონი, კარტოფილს არ ჰგავს არც შესახედავად და არც გემოთი... :( თუ მეშლება? შემწვარი კარტოფილი მიყვარს, უარს არასდროს ვიტყვი.ახლა ორი ლექსი მაქვს კარტოფილზე. წავიდე უნდა ვიყიდო ოთხი კილო. მელევა.
მიწავაშლა სხვა მცენარეა მგონი, კარტოფილს არ ჰგავს არც შესახედავად და არც გემოთი... :( თუ მეშლება? შემწვარი კარტოფილი მიყვარს, უარს არასდროს ვიტყვი.ახლა ორი ლექსი მაქვს კარტოფილზე. წავიდე უნდა ვიყიდო ოთხი კილო. მელევა.
8. მადლობა, დადებითი ემოციებისთვის :) გალა გენიაა, გილო ჩემი მეგობარია, გეპატიჟებით შემწვარ კარტოფილზე :) მადლობა, დადებითი ემოციებისთვის :) გალა გენიაა, გილო ჩემი მეგობარია, გეპატიჟებით შემწვარ კარტოფილზე :)
7. ძააან პოეტობა სჭირდება მუზა რომ კარტოფილი იყოს. შემრცხვა მის წინაშე, ასე სიღრმეში რომ არ ჩავხედე სულში. გალაკტიონმა ჭარხალს დასდო პატივი.ჭარხალი
ეზოში ყეფდა ბამბურა მურა, ეზოში მწვანე ყვაოდა ბაო. ვაზის ბარდებში სცურავდა სურა, შენ ბანცალებდი, ბურულო ცაო.
ბობრი ბელავდა კახამბალს, ბჟოლას, ბირკვილს ბატები ქარმა მორეკა, ცა წამოიწყებს მსხვილ წვიმის სროლას და აბლაბუდას კრებს ბობორიკა.
ჟვერი, ჟალტამი! მოჭრილი სამხარს, ნახირი მოდის საღამო დროის, უცებ მოყვება ჭარხალი ხარხარს და ქალი ჰკივის იმ „დოი-დოი“-ს.
ეკვეთა ქარი ბურდებსა და რტოს, უცებ აშფოთდა ისლი, ჩელტები. ო, სიყმაწვილე! აწი არასდროს იმგვარად აღარ ამეტყველდები.
მოკლედ, კარტოფილი ბედნიერია ამ ლექსით)) იმსახურებს კია."კაცობრიობის შიმშილის მტერო, პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ შენნაირი მეგობარი მე ჯერ არ მყოლია! ადამიანი ადამიანისთვის კარტოფილია!"
ძააან პოეტობა სჭირდება მუზა რომ კარტოფილი იყოს. შემრცხვა მის წინაშე, ასე სიღრმეში რომ არ ჩავხედე სულში. გალაკტიონმა ჭარხალს დასდო პატივი.ჭარხალი
ეზოში ყეფდა ბამბურა მურა, ეზოში მწვანე ყვაოდა ბაო. ვაზის ბარდებში სცურავდა სურა, შენ ბანცალებდი, ბურულო ცაო.
ბობრი ბელავდა კახამბალს, ბჟოლას, ბირკვილს ბატები ქარმა მორეკა, ცა წამოიწყებს მსხვილ წვიმის სროლას და აბლაბუდას კრებს ბობორიკა.
ჟვერი, ჟალტამი! მოჭრილი სამხარს, ნახირი მოდის საღამო დროის, უცებ მოყვება ჭარხალი ხარხარს და ქალი ჰკივის იმ „დოი-დოი“-ს.
ეკვეთა ქარი ბურდებსა და რტოს, უცებ აშფოთდა ისლი, ჩელტები. ო, სიყმაწვილე! აწი არასდროს იმგვარად აღარ ამეტყველდები.
მოკლედ, კარტოფილი ბედნიერია ამ ლექსით)) იმსახურებს კია."კაცობრიობის შიმშილის მტერო, პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ შენნაირი მეგობარი მე ჯერ არ მყოლია! ადამიანი ადამიანისთვის კარტოფილია!"
6. კარტოფილფილიასთან გვაქ საქმე:))) მიწის ვაშლი ქალბატონო ნეფერტარ:)) კარტოფილფილიასთან გვაქ საქმე:))) მიწის ვაშლი ქალბატონო ნეფერტარ:))
5. ეს მეორე ჰიმნია კარტოფილზე რაც წავიკითხე და მესმოდა კიდეც ყურში. ერთი გილოს აქვს, და როცა ბორშჩის გაკეთებას ვიწყებ, ყოველთვის ვიღიღინებ იმ ლექსს ხან რა, ხან რა მელოდიაზე. დედაჩემს მოსწონს, მაშინვე შემახსენებს ხოლმე ის სიმღერაო...
ესეც მომეწონა, ცხადია მომეწონებოდა, სიმართლეები მიყვარს და იმიტომ, და არც მეგულება დედამიწაზე ადამიანი, ვისაც არ უყვარს ეს მიწის პური.
ანუ და ესე იგი კრებულს ველოდები და არ გამოგრჩე დერვიშო.
ეს მეორე ჰიმნია კარტოფილზე რაც წავიკითხე და მესმოდა კიდეც ყურში. ერთი გილოს აქვს, და როცა ბორშჩის გაკეთებას ვიწყებ, ყოველთვის ვიღიღინებ იმ ლექსს ხან რა, ხან რა მელოდიაზე. დედაჩემს მოსწონს, მაშინვე შემახსენებს ხოლმე ის სიმღერაო...
ესეც მომეწონა, ცხადია მომეწონებოდა, სიმართლეები მიყვარს და იმიტომ, და არც მეგულება დედამიწაზე ადამიანი, ვისაც არ უყვარს ეს მიწის პური.
ანუ და ესე იგი კრებულს ველოდები და არ გამოგრჩე დერვიშო.
4. კარტოფილი ისეთია, თვალებს გაცეცებინებს, ოდის გვერდით ჩამოგსვამს და ოდას დაგაწერინებს :))
კარტოფილი ისეთია, თვალებს გაცეცებინებს, ოდის გვერდით ჩამოგსვამს და ოდას დაგაწერინებს :))
3. შეეშვიო ლექსების წერას, ასე მითხრას ოჯახში, როცა ხმამაღლა წავიკითხე :))
შეეშვიო ლექსების წერას, ასე მითხრას ოჯახში, როცა ხმამაღლა წავიკითხე :))
2. არაააა... გეფიცები შევიყვარე "ოდა კარტოფილს" არაააა... გეფიცები შევიყვარე "ოდა კარტოფილს"
1. "მოხარშულს გიცნობ"- აი, თურმე საიდან მოდის ეს გამოთქმა :))
ხმამაღლა წავიკითხე ოჯახში :))
"მოხარშულს გიცნობ"- აი, თურმე საიდან მოდის ეს გამოთქმა :))
ხმამაღლა წავიკითხე ოჯახში :))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|