| ავტორი: ზაზა22 ჟანრი: პოეზია 23 მაისი, 2020 |
✍️
ერთობის შხამზე, ტკბილია მარტოობა. როგორც ლოლოები შეშვენის იანვარს, შეშლილი სიზმრის ვითომ სატრფოობა, ხელს უჭერს, ვაი რომ წარსულის იარას.
სიცივის სხეულზე ამყოლი ზოლები, ცა და ოცნებების გაშვება ღრუბლებზე, ჭორები გარდასახვის, უაზრო ჭორები... იმედის მძივები მიბმული უბეზე.
ტკივილთან სირცხვილი რა მოსატანია? სარეცელს მზე უთმობს ,უკუნის ქალწულებს. ერთობის შხამი და დარდების გალია, დაიწყო ნგრევა, და დაე დასრულდეს.
ლექსებით და ისევ ჩვეული ქარაგმით. ვიყავით, ვიარეთ გზებზე და კარდაკარ, და როცა შეხვდები ოცნების ნანგრევებს, შეატყობ, რომ შენ დღეს ის სულაც აღარ ხარ.
წახვიდე ჯობია, უცნობი შარებით. და ისევ ეძებო და კვლავაც გაუყვე... იქნება ცდებოდე, ცდებოდე სავსებით. მარტო ხარ, ღმერთია მოწყალე აწ უკვე.
ახალი იმედით, კოშკების შენება, და ნგრევაც არ გაგტეხს, გიგრძვნია რაოდენ, ვარდები, მაისის უსულო მშვენება, ყოველთვის ასეა, ჭკნობამდე ჰყვაოდნენ.
ზ.მ
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ყველანი ჩვენ ჭკნობამდე ვყვავით (თუ ვყვავივართ - არ ვიცი რომელია სწორი) იგივე გრძნობა გამოიწვია ამ ლექსმა, რასაც ეისიდისის Hells Bells ყველანი ჩვენ ჭკნობამდე ვყვავით (თუ ვყვავივართ - არ ვიცი რომელია სწორი) იგივე გრძნობა გამოიწვია ამ ლექსმა, რასაც ეისიდისის Hells Bells
|
|
მონაცემები არ არის |
|
|