მე დავიბადე ზაფხულის თვეში- თაკარა მზეში. ეტმასნებოდა სხივებს ატმის რტო. იასამანი ყვაოდა მთებში- შემოდიოდა ცხელი აგვისტო.
იყო დოღები, ჯირითი, რბოლა. სათიბზე სიზმრად თეთრი კვიცები. დაგეფიცები ამ ზამთრის ბოლოს- ამ ზამთრის ბოლოს გარდავიცვლები.
შემოვიარე ათასი მხარე- მაშრიყი, ბღვარი, ვეძებდი თვალთა გამკრთალ ნაჩრდილევს, გადავეყარე ღამის აჩრდილებს. ათასგან სიმწრის ცრემლები ვღვარე.
თითები თლილნი, თითები ბროლის... ხედავ, წვეთ-წვეთად როგორ ვიცლები და გეფიცები ამ ზამთრის ბოლოს ამ ზამთრის ბოლოს გარდავიცვლები
შენს არყოფნაში ღამეა მრუმე, საკვები- უმი. გული კი, გული წლებმა დაფლითა. და რა იოლი ყოფილა, თურმე, სიკვდილი სავსე ზანტი თაფლითა.
შენს არყოფნაში წერილებს ვწერდი და ყოველივე მქონდა დართული, ამ ზამთრის ბოლოს მიწა ქართული გახდება ჩემი სამარე, წერტი.
2
ახლა კი მძინავს და მე, მძინარეს, პირველყოვლისა და უწინარესს, მთის არწივები მესიზმერებიან (ჩემს ძველ ლექსებში რაც კი ზმებია, შენგან ნასწავლი არის ის ზმები)
რად მითხოვილან დები ავაზაკთ, რად გახიზნულან ზღვრებს იქით ძმები?! მე კი ვიძინებ, თავდაღმა ვწვები, ვით ვოლიერში- შავი ავაზა.
და ასე მძინავს, ასე მძინარეს, პირველყოვლისა და უწინარესს, მთის არწივები მესიზმერებიან...
3
სუფრა ავშალე, ავალაგე საჩრდილობელი გავალაკი. შენი ქულფათი კი, ამალა კი, სოფელს დასცილდა… ახლა დავსხდეთ და დრონი ვძერწოთ, უპოვარმა და ერთმა ბერწმა. ვილაპარაკოთ ამინდებზე- როგორ აცივდა...
გულ-მკერდ გაშლილი საქინისტედ, გავა, გაივლის ენკენის თვე, ღალღები თბილი ქვეყნებისკენ გაფრინდებიან. ჩვენ კი, ვისხდეთ და დრონი ვძერწოთ, უპოვარმა და ერთმა ბერწმა. ვილაპარაკოთ ღამეებზე- როგორ დნებიან.
და როს კეთილი დასძლევს ბოროტს, გარდავიცვლები ზამთრის ბოლოს. გადამასვენე ოდის ოროს. უხმე საქციელს- აკაციებთან წამაქციე. გადაეხვიე აკაციებს! ფერფლად მაქციე...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ირაკლის კომენტარს შემოვყევი-რა მაგარი ქათინაურია :) ირაკლის კომენტარს შემოვყევი-რა მაგარი ქათინაურია :)
17. და რომ იცოდე, როგორ მესმის სალიერის :)))))))))) წავედი აღსარებაზე... და რომ იცოდე, როგორ მესმის სალიერის :)))))))))) წავედი აღსარებაზე...
16. მოცარტი ხარ რა :) მოცარტი ხარ რა :)
15. როგორ უხდები საიტსაც, ამინდსაც...
როგორ უხდები საიტსაც, ამინდსაც...
14. +5.
ნწ. უფრო ინიესტა +5.
ნწ. უფრო ინიესტა
13. რონალდინიოს ვახლავარ, რონალდინიოს:) რონალდინიოს ვახლავარ, რონალდინიოს:)
11. ავტორი: პალატამერვე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
21 მაისი, 2020 ავტორი: პალატამერვე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
21 მაისი, 2020
10. ერთმანეთზე უკეთესებია, ძალიან მომწონს ავტორის ხმა. ერთმანეთზე უკეთესებია, ძალიან მომწონს ავტორის ხმა.
9. :) ქნარს ვინ წაგართმევს, ან უკეთესს ვის უნდა მისცენ... იღიღინე შენებურად, ლამაზად გამოგდის. :) ქნარს ვინ წაგართმევს, ან უკეთესს ვის უნდა მისცენ... იღიღინე შენებურად, ლამაზად გამოგდის.
8. ნეფერტარ, მადლობა! მე კი აივნიდან კედარს ვუცქერი. ლუგუსტრუმებს. ჩემთან ბევრად პროზაულია ყველაფერი:( ამიტომაც მეწერება ალბათ სიკვდილზე:) მაქვს მკერდს მიდებული ქნარი როგორც მინდა:) ნეფერტარ, მადლობა! მე კი აივნიდან კედარს ვუცქერი. ლუგუსტრუმებს. ჩემთან ბევრად პროზაულია ყველაფერი:( ამიტომაც მეწერება ალბათ სიკვდილზე:) მაქვს მკერდს მიდებული ქნარი როგორც მინდა:)
7. მშვენიერი, 5 რატომ გეწერება ამ სიკვდილებზე, როცა სიცოცხლე ასე ნავარდობს თუნდაც კორონით. ცაცხვის ლურჯ ფოთლები ძალიან ლამაზია ამ გაზაფხულზე. ჩემ ეზოში დგანან ტყუპად, მთელი დღეები თვალს არ ვაცილებ. მშვენიერი, 5 რატომ გეწერება ამ სიკვდილებზე, როცა სიცოცხლე ასე ნავარდობს თუნდაც კორონით. ცაცხვის ლურჯ ფოთლები ძალიან ლამაზია ამ გაზაფხულზე. ჩემ ეზოში დგანან ტყუპად, მთელი დღეები თვალს არ ვაცილებ.
6. ბოლო ისაა მე რაც მომწონს
ბოლო ისაა მე რაც მომწონს
5. ისაო, ესაო, ორჯერ-ორიო.
ეს ის არაა, რაც მე მომწონს ისაო, ესაო, ორჯერ-ორიო.
ეს ის არაა, რაც მე მომწონს
4. აკაციებთან წამაქციე. გადაეხვიე აკაციებს!
პირველად მთვრალი ძმაკაცივით, ბევრს მეუბნება. აკაციებთან წამაქციე. გადაეხვიე აკაციებს!
პირველად მთვრალი ძმაკაცივით, ბევრს მეუბნება.
3. ორად ორი ქულა მაბადია და ისიც შემეშალა , ერთს დავაჭირე ,თუმც რა მნიშვნელობა აქვს ციფრებს ... :) ორად ორი ქულა მაბადია და ისიც შემეშალა , ერთს დავაჭირე ,თუმც რა მნიშვნელობა აქვს ციფრებს ... :)
2. შემენახება სამაგიეროდ:) საქისტინე არა - საქინისტე. ქინისტე - ქინძისთავი მეგრულად. ქულფაკი ქართული სიტყვაა და ეცოდინებათ:) შემენახება სამაგიეროდ:) საქისტინე არა - საქინისტე. ქინისტე - ქინძისთავი მეგრულად. ქულფაკი ქართული სიტყვაა და ეცოდინებათ:)
1. ნუ აკეთებ ამას- ნუ დებ ერთად ამათ :(
ელოდე ახლა, როდის წაიკითხავს ვინმე იმ წაუკითხავ ნაწილს, ახალს და გკითხავს- რა არის ქულფათი, საქისტინე, გავალაკი...
ნუ აკეთებ ამას- ნუ დებ ერთად ამათ :(
ელოდე ახლა, როდის წაიკითხავს ვინმე იმ წაუკითხავ ნაწილს, ახალს და გკითხავს- რა არის ქულფათი, საქისტინე, გავალაკი...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|