ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ-ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
25 მაისი, 2020


Александр Сергеевич Пушкин - Что в имени тебе моем?

ალექსანდრე პუშკინი - რას ნიშნავს შენთვის ჩემი სახელი?

რას ნიშნავს შენთვის ჩემი სახელი?
გაქრება, როგორც ნაპირს დამტყდარი
ტალღის ხმაური, ანდა მაღნარში
ღამეულ ჩქამის შორი ნახმევი.

ხსოვნის დაფაზე გამოსახული
დარჩება, როგორც ამონაკაწრი
მარმარილოზე ძვირფას სამარის,
უცნობი ენის ასომთავრულით.

რა არის მასში? დიდი ხნის წინათ
გადაივიწყა მოჯანყე ღელვამ,
ვერ გამოდგება ნაზი და წმინდა
მოგონებების შენში აღმძვრელად.

თუ შეგიცვალა სევდამ განცხრომა,
მახსენე, შენთვის თუ ვარ საჭირო,
თქვი: არის გული, სადაც ვახსოვარ,
მომნიჭებია სადაც სამკვიდრო...

25 მაისი, 2020 წ.



Александр Сергеевич Пушкин - Что в имени тебе моем?

Что в имени тебе моем?
Оно умрет, как шум печальный
Волны, плеснувшей в берег дальный,
Как звук ночной в лесу глухом.

Оно на памятном листке
Оставит мертвый след, подобный
Узору надписи надгробной
На непонятном языке.

Что в нем? Забытое давно
В волненьях новых и мятежных,
Твоей душе не даст оно
Воспоминаний чистых, нежных.

Но в день печали, в тишине,
Произнеси его тоскуя;
Скажи: есть память обо мне,
Есть в мире сердце, где живу я...

1830

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები