ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
27 მაისი, 2020


Александр Сергеевич Пушкин - Прозаик и поэт

ალექსანდრე პუშკინი - პროზაიკოსი და პოეტი

პროზაიკოსო, რად წვალობ გარჯით?
გამიზიარე საჭირო აზრი:
წვერის წამახვა მომანდე მგოსანს,
თან დავაყოლებ რითმებსაც ფრთოსანს,

დაძაგრულ ლარზე გამოვდებ ისრად,
მშვილდს რკალად მოვხრი, გავისვრი პირბასრ
ლექსს ალალბედზე, მოკრებით ძალის
და ვაი ჩვენი მტრის ტყავის ბრალი!

27 მაისი, 2020 წ.



Александр Сергеевич Пушкин - Прозаик и поэт

О чём, прозаик, ты хлопочешь?
Давай мне мысль какую хочешь:
Её с конца я завострю,
Летучей рифмой оперю,

Взложу на тетиву тугую,
Послушный лук согну в дугу,
А там пошлю наудалую,
И горе нашему врагу!

1820

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები