ნაწარმოებები


ლილე2023 შედეგები გამოქვეყნებულია ფორუმზე     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
29 მაისი, 2020


ასე, რად შეგიყვარე?!



მივსტირი საარს, მე  ვარ უძლური,
სიკვდილითაა ხე-დახუნძლული.,
ბჭედ, შადიმანთა ნადიმებია,
თერგს დარდიმანდად ჩაძინებია.
ძრწის სასო,დიდგორს დაიძრა ჯანღი,
ძვირფასო,თითქოს გამიჭაღარდი,
გაფრენილს მთვარეს გაჰკივის ლანდი,
რად შეგიყვარე,რად, ტკივილამდი.?
ანაზდად,ღველფიც აგფეთქებია,
გზადაგზა-მცხეთის ნაფლეთებია.
გავცქერ აივანს, ვერცხლი განათებს,
არც ლელაი ვარ, ვერც ვისანათე.
ბეჩავის რულით კვესავს ავაზა,
...მეც, ჩავიცომდი ჭრელსა კაბასა.
გავყვები ცამდი ცრემლიან ლანდებს...
...რად შემიყვარდი, რად, ტკივილამდე...





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები