ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
2 ივნისი, 2020


განიკურნებით ჩვენში სევდისგან


მადონა დვალს


თქვენ დაბრუნდებით აფხაზეთში და
ზღვას წაუკითხავთ თქვენივე ლექსებს,
განიკურნებით ჩვენში სევდისგან,
ბაგეს შეახებთ ბედიის ფრესკებს.

ჩაეხუტებით მონატრებულებს,
ჩაგიხუტებენ წრფელად და-ძმანი...
და გაიხარებს როგორც ბედიის,
ისე ილორის წმინდა ტაძარი.


ოთარ რურუა

2020

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები