ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პროზა
5 ივნისი, 2020


ერთ წინადადებიანი ამბები ქალებზე

ყველას ძლიერი ქალი ეგონა, არადა გულში ოცნებობდა, ცხოვებაში ერთხელ მაინც მიეცა ვინმეს შანსი ყოფილიყო სუსტი.
***
თავს მეძავად გრძნობდა - ყოველ ღამ ჭერისა და საკვებისათვის ქმარს ხარკს უხდიდა სხეულით.
***
ბებოს დანაოჭებული ხელები ძლიერ მიყვარდა და თან, ვიცოდი რომ არ მსურდა ვინმეს ასეთივე ხელებისთვის ვყვარებოდი ოდესმე.
***
უსიყვარულოდ იყოფდა ადამიანთან ადგილს, რომელიც ძალების აღსადგენად და სიმშვიდის მოსაპოვებლად არის განკუთვნილი და ამის გამო, სძულდა ღამეც და საკუთარი თავიც.
***
მუდმივობამდე იწელებოდა დრო, დრო რომელიც დაჰყო იქ, სადაც თავს არ გრძნობდა, მასთან, ვისთანაც  საერთო არაფერი ჰქონდა,  გარდა ერთად გატარებული დროისა და ადგილისა!
***
ქალს ოცნება იარაღად ექცია, ერთადერთ გზად,  გამოუვალი და გაუსაძლისი ცხოვრებისეული ლაბირინთიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ფრესკაული ვულოცავთ დაბადების დღეს