ნაწარმოებები



ავტორი: კობა_ბ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
6 ივნისი, 2020


დღეს ქარიშხალი იყო

  ქარი არხევდა ნეკერჩხლის ტოტებს, როგორც ხელებს, ქარი არხევდა...
  მისი ტკივილით ცას იკლებდა სულის კივილი!
  ქარში ვიდექი. ქარის გულში. მგონი ვგოდებდი იმ ნეკერჩხლის გულისტკივილით რომლის კივილიც ქარმა ხეებს გადაატარა და ხელების რტოთამტევნები ძირს ეცემოდნენ. დაჩეხილი სეტყვის ცეცხლით როგორც მტევნები და უსისხლო თვალებს უცრემლოდ მოსდიოდათ წვიმა. ვერავინ მივა იმ ფოთლებთან აწინ, დღეიდან და ცარიელი ტევრები სულის სუნთქვას შეწყვეტენ.
  ქარში ვიდექი. ქარის გულში. გულგანაქარვები და ქარსადევნებული ხმა მესმოდა. ხმა ვედრების. ნეკერჩხლის არა. რაღაც სხვა ხედვების, სხვათა და ერთად. გულიდან გაჟონილი ხმა ვედრების...
  ქარიშხალს არ ჰქონდა გული.
  ცივი, ცივი ხელები. მას ჰქონდა ხელები.
  სულ მარტო ვიდექი. უქარიშხლოდ. ირგვლივ ეფინა ნეკერჩხალის დამტვრეული, მწვანე ხელები და ფესვები მეწვოდა.
  დღეს ქარიშხალი იყო.
  ჩემში, თუ ჩემთვის?
  ნეკერჩხალის მკვდარი ხელებისთვის.
  ფესვებისთვის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები