| ავტორი: შოთიკო ჟანრი: პოეზია 11 ივნისი, 2020 |
ეს გზა მტვრიანი, უსწორმასწორო, სოფლისკენ მიდის, და ტყის წვერები უთანასწორო, დალოცვილ კიდის, გადმოსცქერიან ილტოს ხეობას, ლამაზად გაშლილ ჭალას მურყნიანს, ნაჩვევი არის ხშირად ღრეობას, აქ აუვლიათ ხარებს ურმიანს. შეუსვენიათ გაგრილებულან, დაულევიათ წყალი ანკარა, თავის ბუნების მშვენიერებით, ვიცი ბევრს თავი, რომ შეაყვარა. მეც შევეხიზნე მშობლიურ სოფელს, მის სიყვარულმა ქალაქს ამყარა, მათ გაუმარჯოს ვინც ამ მიწაზე, თავის ფესვები კვლავ გაამყარა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მანანა კაკაჩია - იმედია! მანანა კაკაჩია - იმედია!
5. მადლობა მუხა <3 მადლობა მუხა <3
4. ნეტავ ბევრი ვინმე დაუბრუნდებოდეს საკუთარ ფესვებს. ნეტავ ბევრი ვინმე დაუბრუნდებოდეს საკუთარ ფესვებს.
3. მშვენიერია. გაიხარე შოთიკო. მშვენიერია. გაიხარე შოთიკო.
2. ფლორენცია - მართალი ბრძანდებით! ფლორენცია - მართალი ბრძანდებით!
1. გაუმარჯოს, ნამდვილად - ამ კორონობაზე ბევრი დაუბრუნდა სოფელს. რთული სათქმელია მაგრამ მაინც გაგეფიქრება, ხმამაღლა რომ არც თქვა, რომ ზოგი ჭირი მარგებელიცაა. 3 გაუმარჯოს, ნამდვილად - ამ კორონობაზე ბევრი დაუბრუნდა სოფელს. რთული სათქმელია მაგრამ მაინც გაგეფიქრება, ხმამაღლა რომ არც თქვა, რომ ზოგი ჭირი მარგებელიცაა. 3
|
|
მონაცემები არ არის |
|
|