| ავტორი: შოთიკო ჟანრი: პოეზია 14 ივნისი, 2020 |
“ამ ხეობის შვილი მქვია, ჩემი ქვეყნის მიწას ვფიცავ, ვინც გაბედავს მის წართმევას, მოვკვდე თუკი არ დავიცავ”.
ამ წყალ ჭალამ გამომზარდა, მიმღეროდა ილტო ნანას, საღამოს კი ტანზე სიო, მომახვევდა მე გრილ საბანს. დილაობით მაღვიძებდა, მე ჭიკჭიკი მერცხლებისა და მესროდა ციდან სხივებს, მცხუნვარე მზე თიბათვისა. მივდიოდი მდინარეზე, ილტო ჩქარი მთიდან რბისა, მიიჩქარის ნახვა უნდა, მეგობარი ალაზნისა. გზაში ამბავს გაიყოლებს, მეზობელი ხევგრძელისა, და ალაზანს მოუყვება, ამბებს ხეობის და მთისა. საღამოთი მზე გადავა, წამოიწევს ჩრდილი ტყისა, და წაიღებს არე-მარეს, ხმა ბაყაყთა ყიყინისა. ცაზე მთვარეც გამოჩნდება, მეგზურია ბნელ ღამისა, ვემზადები მე საძილედ, მოლოდინით ახალ დღისა. ასეთია ჩემი სოფლის, ეს დღეები ზაფხულისა, ვცადე ლექსად გადმომეცა, გრძნობა-განცდა ამ გულისა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. არა მუხა არც ვმღერი და არც ვუკრავ, მაგრამ ვაპირებ დაკრა ვისწავლო და შემდეგ შეიძლება წავუმღერო კიდეც :) <3 არა მუხა არც ვმღერი და არც ვუკრავ, მაგრამ ვაპირებ დაკრა ვისწავლო და შემდეგ შეიძლება წავუმღერო კიდეც :) <3
1. სიმღერა გეცოდინება და უკრავ ალბად რომელიმე საკრავზე სასიამოვნო სიტყვებია . იგრძნობა განცდა. სიმღერა გეცოდინება და უკრავ ალბად რომელიმე საკრავზე სასიამოვნო სიტყვებია . იგრძნობა განცდა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|