ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
14 ივნისი, 2020


მამულიშვილობა

დგას მთამსვლელივით მწვერვალზე იმ მთის, -
ხერგიანმა რომ დაიპყრო ერთ დროს,
მამულიშვილებს თითებზე ითვლის,
თავისუფლებას - ვით სახელს, ვერ თმობს.

დგას მთამსვლელივით მწვერვალზე უშბის,
თავზე მზესავით ადგას ნათელი,
ფხიზლობს, არ იცის რაა ძილქუში
და მის გზაზე დგას ბევრი ქართველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები