ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პროზა
15 ივნისი, 2020


ყველა ტრანსგენდერი გმირია!!!

„თამაზ, გასაოცარი ისტორია გავიგე, უნდა მოგიყვე, აუცილებლად უნდა მოგიყვე“ - მითხრა ჩემმა სამედიცინოს სტუდენტმა მეგობარმა, რომელიც ფსიქიატრიულში მუშაობს. მე ერთობ დავინტრიგდი ამ ისტორიით ამიტომ გადავწყვიტე ჩამეწერა, რა თქმა უნდა, ჩუმად. არ ვაპირებდი გამოქვეყნებას, უბრალოდ ჩემი საყვარელი მეგობარი გარდაიცვალა გულის შეტევით, ამიტომ მინდა მისი აღტაცება თქვენც გაგიზიაროთ. მისი აღფრთოვანება, რომელიც მისგან შედარებით ცოცხალი და ხელუხლებელია.
,, წარმოიდგინე, რამხელა პრივილეგიაა ჩემთვის, ვინც ბავშვობიდან ვოცნებობ, იცი შენ ეს რომ ვოცნებობ, ფსიქიატრი გავხდე, ჩავძვრე ადამიანის დაფარულ ცნობიერებაში და გავიგო მასზე იმაზე მეტი ვიდრე მან თავად იცის საკუთარ თავზე, ხოდა წარმოიდგინე, რამხელა პრივილეგიაა ჩემთვის ამერიკის ყველაზე უდედანატირეს ფსიქიატრთან მუშაობა, ჩემს ინსპირაციასთან. ბიჭოო, გეფიცები, აქამდე მხოლოდ მის მიღწევებზე ვკითხულობდი, ვუყურებდი მის ვიდეო ჩანაწერებს და დღეს მივედი და თავისი მსოფლიო ტურის ფარგლებში ჩვენს დაქცეულ ქვეყანაშიც ჩამოსულა და დილით ფსიქიატრიულ ცენტრში დამხვდა, ხო იცი სადაც ვმუშაობ, რეზიდენტურისთვის რომ მოვაგროვო ფული, ხო, ხო, მანდ. რომ ვუყურებდი, როგორ აღტაცებით ატარებდა ინტერვიუებს, ჩემი მოტივაცია ერთი ათად გაიზარდა, მინდა შენც მოგიყვე მისი ამბავი, შე მძორო, იქნებ მოგეცეს რამის იმედი.
მოკლედ ასეა საქმე, წარმოიდგინე, ეს ადამიანი მეთორმეტე კლასამდე, მამამისის იმედად ითვლებოდა, ყველა მასზე ამყარებდა იმედებს, საერთოდ ყველა. ძალიან მაგრად სწავლობდა, როგორც თვითონ ყვებოდა ინტერვიუებში, ყველაფერს იმიტომ აკეთებდა, რომ სიამოვნებდა სხვისი თვალები რომ იმედიანად უცქერდნენ. მაგრამ მეთერთმეტე კლასის ბოლოს მიხვდა ჩვენი ნიკუშა, (ხო ქართველია), რომ ქალია, მიხვდა რომ ქალია და გახარებულმა ახალი აღმოჩენით, მამისკენ მოკურცხლა და ახალა, მამი მივხვდი რომ კაცი კი არა ქალი ვარო, ხოდა ამ სირს სიცილი დაუწყია, წადი წადი იმეცადინე რაებს მაიმუნობო. ნიკას ვერ გაეგო რა ხდებოდა, ეგონა მამა ამასაც ტაშის კვრით შეხვდებოდა, როგორც ყველა მის ახალ აღმოჩენას. ხო ბიჭო, მეთერთმეტე კლასშიც კი ასეთი გულუბრყვილო იყო, ჩასაყლაპია. ხოდა მეთორმეტე კლასში გადავიდა და მთელი წელი ხმა არ ამოუღია ამაზე, ცდილობდა მამის ფსიქოტიპს ჩაწვდომოდა, მაგრამ ბოლო ზარზე, ძალიან მოუნდა თმის შეღებვა, ასეც მოიქცა, მერე სალონისგვერდით მაღაზიაში მოკლე კაბაც დალანდა და ისე მოუნდა მისი ჩაცმა როგორც არასდროს, რა მე რავიცი, ინტერვიუში ყვებოდა. კაბაც იყიდა, იქვე ჩაიცვა და სახლში ასე წავიდა. ხოდა მამამისი, ის სირი, უფრო მეტად გადებილებულა ასე რომ დაუნახია. ხოდა ხო ხვდები როგორც ხდება ხოლმე, ჩხუბები, რამე რუმეები და სახლიდან გაუგდიათ. სიკვდილი იყო ამდენი იმედგაცრუებული მზერის დანახვაო, არაფრის კეთება აღარ მინდოდაო, მერე თქვა ინტერვიუში, გესმის არც მისი იმედი აღარ ქონდათ, როგორც შენი არ აქვთ და ჩემი, მაგრამ აქ დაიწყო მისი გასაოცარი ისტორია. სამგან მუშაობდა სანამ სახლიდან გამოაგდებდნენ, სამგან, რომ უნივერსიტეტისთვს ფული მოეგროვებინა, მოსამზადებლად, მამამისი მაგარი უტრაკო ყოფილა ვერ არჩენდა, ხოდა სახლიდან გამოგდების ამბავი მისმა მასწავლებელმა რომ გაიგო, არასამთავრობოებს გააგებინა, იმათმა კიდე წაიყვანეს ამერიკაში, როგორც დევნილი, დააფინანსეს და უდედისმტყვნელესი განათლება მისცეს, საქართველოში სამგან კი არა შვიდგან რომ ემუშავა ეგეთს მაინც ვერ მიიღებდა. ზოგი ჭირი მარგებელიო, ხოდა ყველაფერს მიაღწია, ათასი კვლევა და დისერტაცია გამოსცა პირველი ტრანსგენდერი ფსიქიატრიის დოქტორი გახდა, ყველა ხელს უწყობდა, სამოქალაქო აქტივისტიცაა, წიგნებსაც წერს, ხო ,,მე ქალი ვარ“ მაგის წიგნია, რა ფული საიდან, აფინანსებენ წინიდან და უკნიდან, ამდენს რომ შრომობს დაინახეს და დააფინანსეს ყველამ. მეც მაგან გამიჩინა იმედი რომ დამაფინანსებენ, მაგის მოტივაციით დავიწყე სწავლა და სწავლა. წარმოიდგინე, ახლა დოქტორი ნიკოლია, და თავის საძულვე სამშობლოში დაბრუნდა, რამხელა დიდსულოვნებაა. ხოდა დღეს მელაპარაკა, მელაპარაკა რომ თავში ჩამეხედა და დამენახა ჩემი ნამდვილი პიროვნება, ეს იქნებოად ჩემი წარმატების გასაღები, მოკლედ აღფრთოვანებული ვარ მისით. ხოდა შენც გაანძრიე ერთი ადგილი, ყველაფერი გამოგივა,  ჩახედე შენს თავს, იქნებ არ ხარ ის რაც ხარ, სულ ყველაფერი გამოგივა, შრომა ფასდება ამ სამყაროში და ცოცხალი მაგალითი ამ წამს მოგიყევი. გაანძრიე ტრაკი და შეიძლება შენი ყველაზე დიდი უბედურება, როგორც მისთვის სახლიდან გაგდება იყო, ყველაზე დიდ ბედნიერებად გამოიქცეს. წავედი ახლა, შესვენება მიმთავრდება, უნდა მივასწრო, ქალბატონმა დოქტორმა ნიკოლმა, პაციენტს უნდა გაესაუბროს, შიზოფრენიკია, საწყალი გაიძახის მაკედონელი ვარო, ქუჩაში დარბოდა პროსტინა შემოხვეული, სკოლიდან გამოუგდიათ, მასწავლებელს უთხრა რომ ჩემს ისტორიას ამახინჯებთო და გაკვეთილი არ ჩაატარებინა, ახლაც დღე და ღამ საბრძოლო გეგმებს აწყობს, ძაან სასაცილოა. ”

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები