ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პროზა
17 ივნისი, 2020


მე შენ მიყვარხარ

მე შენ მიყვარხარ
დილა ღრუბლიანი გათენდა. ცა მოღუშული წარბებიდან ძლივს უშვებდა მზის სხივებს დედამიწაზე და მხოლოდ ციფრებიანი საათით თუ მიხვდებოდი რომ დილა იყო. ინგლისური ფანჯრები ნახევრად დაეფარა ფარდებს. აგიზგიზებულ ბუხართან 80 წლის მოხუცს მოეკალათებინა ღრმა, მაღალსახელურებიან სავარძელში, მუხლებზე პლედი ეფარა და ცეცხლის ენებს ჩაფიქრებული მისჩერებოდა.  მისი შემყურე აუცილებლად გაიფიქრებდა რომ მოხუცის გონება სადღაც შორს, ძალიან შორს დაფრინავდა.
სახლში სიმშვიდე სუფევდა და მხოლოდ შეშის ტკაცუნი არღვევდა სიჩუმის ხმას.
დიდ, შუშებიან კარზე ლამაზი ზარის ხმა გაისმა. შორიდან ახალგაზრდა ასე ოციოდე წლის ბიჭმა გამოსძახა, მოვდივარო.
კარი უხმოდ გაიღო და ზღურბლთან პატარა ტანის ლამაზი გოგონა მიესალმა.
- Hello, can I see Mr. Irakli?
- Yes, of course, come in.
ბიჭი განიერი ჰოლიდან მისაღებ ოთახში შეუძღვა დაუპატიჟებელ სტუმარს. მასში ინტერესი გამოიწვია გოგონას ასეთმა უცერემონიო სტუმრობამ, თუმცა მის პაპას უკვე ძალიან იშვიათად თუ სტუმრობდა ვინმე და იმდენად გაუხარდა, ზედმეტი კითხვები აღარ დაუსვამს.
ბიჭი ინტერესით აკვირდებოდა გოგონას ემოციურ ნაბიჯებს_ თითქოს, გამოცდის ჩასაბარებლად, ბილეთის ასაღებად გამომცდელისკენ მიდიოდა, ყოველი ნაბიჯის შემდეგ ღრმად ჩაისუნთქავდა ყოველი მომდევნო ნაბიჯისთვის ძალის მოსაკრებად.
ახალგაზრდა მასპინძელმა ბუხრისკენ მიუთითა გოგონას და პაპასთან ახლოს მივიდა რომ სტუმრის მოსვლა ეცნობებინა მისთვის. მხარზე ხელი მოხვია მოხუცს, ლოყაზე აკოცა და სტუმარი მოგივიდაო უთხრა. შორეული ფიქრებიდან დაბრუნებულმა თავი ნელა, მძიმედ მიატრიალა ჰოლისკენ და დაკვირვებით დაუწყო ყურება. გოგონაბ მოხუცს დაასწრო და...
- გამარჯობა ბატონო ირაკლი - გაისმა  დაბალი, მაგრამ, ნაკადულივით წმინდა და  თბილი ხმა.
- მოხუცს ღიმილი შეეყინა და თითქოს წარსულის მოჩვენება მოელანდაო, სახე გაუფითრდა. მძიმე მოძრაობით ტანითაც შემოტრიალდა სტუმრისაკენ და ხელში შერჩენილი სათვალე ნელა გაიკეთა.
ბიჭი არ ელოდა ქართველს და სიცილამდე გაეღიმა სიხარულისგან.
- თქვენ საქართველოდან ხართ?
- დიახ, თბილისიდან წუხელ ჩამოვფრინდი. დრო ბევრი არ მაქვს. ბატონ ირაკლისთან მაქვს საქმე.
- დაბრძანდით - მასპინძელმა მეორე , ბუხრის მარცხენა მხარეს მდგარ სავარძელზე მიუთითა.
გოგონა დინჯად , მორიდებულად ჩამოჯდა, თან მოხუცს თვალს არ აშორებდა, ისევე როგორც მოხუცი შესჩერებოდა თბილი, მაგრამ ოდნავ შეცბუნებული გამომეტყველებით.
- ბატონო ირაკლი, თქვენთან წერილი მაქვს. - გოგონამ გულის შიდა ჯიბიდან ორად მოკეცილი კონვერტი ამოიღო, ოდნავ წამოიწია სავარძლიდან და მოხუცს შეციებულ ხელებში წერილი ჩაუდო.
- გამარჯობა. ძალიან მიხარია ქართველის ხილვა. იქნებ გაგვეცნოთ._  უთხრა, ბზარნარევი ხმით.
- მე ნატალია ვარ. ბოდიში რომ ასე დაუპატიჟებლად გესტუმრეთ და გაცნობითაც არ გაგეცანით. ჩემთვის ძალიან ძვირფასმა ადამიანმა გამომატანა ეს წერილი თქვენთან და  რადგან ბევრი დრო არ მაქვს და ამ საღამოს უკვე აეროპორტში უნდა ვიყო, ამიტომ ვჩქარობ. იმედია მომიტევებთ.
- დიმიტრი, შვილო, გოგონას ცხელი ჩაი ან ყავა შესთავაზე - თითქოს უხერხულობა გაფანტა მოხუცმა.
- OK Grandpa - ჩვეული უდარდელობით უპასუხა ბიჭმა და სამზარეულოში გავარდა - გული და სული მისაღებში დარჩა, მათ შორის ყურებიც.
- რა მითხარით? ვინ გამოგატანათ ეს წერილი?
- მხოლოდ ის გითხარით, რომ ჩემმა ძალიან ძვირფასმა ადამიანმა გამომატანა...
- და პასუხი უნდა მივწერო? თუ გადასცემთ?
- იცით, ახლა ჯერ უნდა წაიკითხოთ აუცილებლად. წაკითხვის შემდეგ, თუ კიდე იქნება რაიმე ასახსნელი, აუცილებლად აგიხსნით _ მორიდებულად გაეღიმა გოგოს.
მოხუცი წამით შეჩერდა. ფიქრობდა, როგორ ეცნობოდა ეს გოგონა, რა სასიამოვნო გრძნობებს იწვევდა ის მის ტანში, თითქოს ხელებიც გაუთბა, სისხლიც უკეთ ამოძრავდა და ცოტა არ იყოს ბუხართანაც კი დასცხა. ნელა წამოიწია სავარძლიდან და ოდნავ უკან მიაჩოჩა. მძიმედ და ღრმად ჩაეშვა სავარძელში, სათვალე შეისწორა და კონვერტი მოსინჯა ხელში. ორივე მხარეს ორჯერ გადაატრიალ-გადმოატრიალა, მაგრამ ზედ არაფერი ეწერა. კონვერტი არ იყო დალუქული. გახსნა და ორი თაბახის ფურცელი ამოიღო. ზედ გაკრული ხელით ეწერა ქართულად. ასოები არაერთგვაროვანი და მოუწესრიგებელი იყო, კალამიც სხვადასხვა იყო, ფურცლებიც ახალს არ ჰგავდა, მაგრამ ქართული ხელნაწერი ისე ესიამოვნა, ერთხანს უბრალოდ ასე შორიდან აკვირდებოდა მონატრებულ ასოებს.
- ესეც თქვენი ჩაი . ისე, არც მიკითხავს, რომელი გერჩივნათ, ამიტომ ყავაც მოვადუღე. თუ თქვენ ყავას მიირთმევთ, მე მაშინ ჩაის დავლევ და თუ პირიქით.... _ თქვა დიმიტრიმ და სპილენძის სინი ყავის მაგიდაზე დადგა.
- ყავას დავლევ - გაუღიმა გოგონამ და ბიჭს შეეტყო როგორ გაუვარდისფრდა ლოყები, არადა გოგოებში სულაც არ სარგებლობდა გულგრილობით და არც თუ ისე მორიდებულ ბიჭად ითვლებოდა.
ორივემ ერთდროულად აიღეს ლამბაქზე დადგმული ფაიფურის კასკატას ჭიქა ხელში და ერთდროულად შეხედეს ბუხართან მოკალათებულს, რომელსაც სახეზე ცვლილება ეტყობოდა , მოულოდნელობისგან გამოწვეული ცვლილება, ოღონდ რა ემოცია იყო, რა სახის, როგორი - ამის თქმა ორივე დამსწრეს უჭირდა.
- Grandpa, is everything Ok?
მოხუცმა თითქოს კითხვა ვერ გაიგოვო, ისე გააგრძელა ფურცლის ყურება, თითქოს სულ რაღაც ერთ სიტყვას მიშტერებიაო. მხოლოდ მძიმე სუნთქვის ხმით თუ მიხვდებოდი, რომ ცოცხალი იყო.
- აცალეთ - ხელზე ხელი დაადო გოგონამ და თბილად თხოვა ბიჭს.
ბიჭი თავისდაგასაკვირად ადვილად დაემორჩილა.
გოგონა ყავას მიირთმევდა, ძალიან ფრთხილად ეჭირა ხელში ლამბაქი და ჩუმ, თითქმის შეუმჩნეველი ყლუპებით აცოტავებდა ყავას ჭიქაში. ბიჭი გოგონას მისჩერებოდა და მხოლოდ შიგადაშიგ იხედებოდა მოხუცისკენ. გოგონა კი თვალს არ აშორებდა, აკვირდებოდა მოხუცის სახეს და ცდილობდა არაფერი გამოჰპარვოდა - მან ხომ ზეპირად იცოდა წერილის შინაარსი, თითოეული აბზაცი და უნდოდა გაეგო, რა ნაწილზე რა რეაქცია ექნებოდა წერილის ადრესატს.
(გაგრძელება იქნება 3 დღეში)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ფრესკაული ვულოცავთ დაბადების დღეს