ნაწარმოებები



ავტორი: კობა_ბ
ჟანრი: პროზა
18 ივნისი, 2020


"იმედგაცრუება"

სული მინდოდა მენახა შენში, გადახსნილი როგორც მკერდიდან ამონანათი სისხლიანი გულის სიწითლე... მეძახდი? მეძახდი? ვერ გიპოვნივარ... თურმე როგორ გადავიკარგე... ჰა. ამ შორიდან, ამ სხვაფერი ამარსობიდან... მაგრამ... თურმე როგორ დავაგვიანე...
აღარ ვარსებობ!
აღარ ვარსებობ.
აღარ ვარსებობ...
და შენს ფეხებთან, შენს ხსოვნასთან რუხი ლეკვი თვლემს და სულოდნავადგასაგონად კიდეც წკმუტუნებს...
როგორ მატკინე შენში ჩემი არარსებობა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები