ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
18 ივნისი, 2020


# (საუჯრე)

დიდი სისულელეა სიცოცხლე, -
ვთქვი და მეგობრის ხელი მომხვდა ტუჩებში,
რა თქმა უნდა ცივად შევხედე,
მან კი ,
ჯერ მაგიდაზე დამიკაკუნა საჩვენებელი თითი ,
მერე ძახილის ნიშანივით მაღლა აღმართა,
იმის ნიშნად რომ,
თუ  გავიმეორებ,
კიდევ მომხვდება!
მტრისას კაცის ხელი,
გამოცდილი მაქვს.
მისი სიმძიმე
კანქვეშ კი არა,
ხორცში კი არა,
ძვლებში ატანს !
და რაც მთავარია,
უკან არასდროს  ამოდის.
მე კი თავის მართლება მიწევს,
რომ  „სტოკჰოლმის სინდრომი“
მართლა არ მჭირდა,
როცა ბოდიშის ნიშნად
„ეგ არ უნდა მექნა“ მივიღე.
როცა ღამით გაღვიძება არ შევიმჩნიე,
შიშველ მხარზე მისი ტუჩების შეხებისას .
ან დილით,
ყავის სმის დროს,
სახეზე  უადგილოდ ამოსული
ბეწვი როცა  ამომაცალა.
თვალზე ცრემლი მომადგა
(ჩემი სისუსტე) ,
ვეღარ ვღებულობ მის ყურადღებას.
საძინებელში ჩამოვწურე ბოლო ცრემლები.
ძნელია იქ,
სადაც სიყვარული აღარაა,
მაგრამ თუ ადამიანი ხარ ფეხზე ვერავის დაიკიდებ.
მითუმეტეს მას, ვისთანაც...
მეცოდება იმის გამო,
რომ აღარ მიყვარს,
მერე რა, რომ ბარი-ბარში ვართ.
და იმის გამოც ,
რომ მე უკუღმართი,
ტირილის მერე,
ჩემი სიშიშვლის მამხილებელი ფოტოების,
მეგობართან  გასაგზავნად მზადაც ვიყავი.
რა შუაშია?
ამ საქციელით მასაც ვაჩვენებ  ჩემს აუტანლობას,
თითქოს ეს ქცევა მიადვილებდეს
შესაბამისობაში მოყვანას იმის,
რომ ასეთი ყოფის
მართლაც ღირსი ვარ.
სამაგიერო არ იფიქროთ,
ეს თვითგვემაა.
ამაზე წერაც.
რატომ არ გავაკეთე?
ის არასდროს დამიდასტურებს 
რომ საზიზღარი ვარ,
ასეც რომ თვლიდეს,
იმიტომ, რომ მეგობარია,
დამინდობს.
ჰოდა მეც ვინდობ ტყუილის თქმისგან,
რომ სიცოცხლე მშვენიერია
და უნდა მიყვარდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები