ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
23 ივნისი, 2020


Анна Ахматова - Забудут? - вот чем удивили!..

დღეს ანა ახმატოვას დაბადების დღეა

ანა ახმატოვა - დამივიწყებენ? - რა გამაკვირვეთ!..

დამივიწყებენ? - რა გამაკვირვეთ!..
გადავიწყება მრავალჯერ მახლდა,
მიწაში ასჯერ ჩამდეს, გამწირეს,
სადაც ვმარხივარ, ეგება, ახლაც.

დაბრმავდა, ჩაკვდა მუზა, შერბილდა,
თესლივით ჩალპა ხნულში ფენილი, 
რომ აღმდგარიყო ისევ ფერფლიდან
ცისფერ ეთერში, როგორც ფენიქსი.

23 ივნისი, 2020 წ.



Анна Ахматова - Забудут? - вот чем удивили!..
                 
Забудут? - вот чем удивили!
Меня забывали не раз,
Сто раз я лежала в могиле,
Где, может быть, я и сейчас.

А Муза и глохла и слепла,
В земле истлевала зерном,
Чтоб после, как Феникс из пепла,
В эфире восстать голубом.

21 февраля 1957. Ленинград.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები