 | ავტორი: ცარიელი ჟანრი: თარგმანი 1 ივლისი, 2020 |
*** დიდი სინაზით, იმის გამო რომ მალე ყველასგან წავალ, ვფიქრობ, ნეტავი ვინ დაიტოვებს ჩემ ნაქონ მგლის ქურქს, ცალად.
ვინ მწევრისთავა ხელჯოხს ირგუნებს, ან ამ უთბილეს პლედს, ფირუზისთვლიან ვერცხლის სამაჯურს, დაუკავშირებს ბედს.
აწ, ძველ ბარათებს და თაიგულებს, მეც ვერ შევავლებ ხელს. ეს ბოლო ღამეც... ბოლო რითმაც და... მშვიდობით, აბა ჰე!
*** С большою нежностью - потому, Что скоро уйду от всех, - Я все раздумываю, кому Достанется волчий мех,
Кому - разнеживающий плед И тонкая трость с борзой, Кому - серебряный мой браслет, Осыпанный бирюзой...
И все записки, и все цветы, Которых хранить невмочь... Последняя рифма моя - и ты, Последняя моя ночь!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. სუსტი თარგმანია სუსტი თარგმანია
10. ამ კომენტარისთვის მართლა დიდი მადლობა. ახლა მეც უნდა ვიმართლო თავი :) ზუსტად ცუდმა ნათარგმნმა მიბიძგა მეც მეთარგმნა, ის რომ წავიკითხე ხმამაღლა, ენა მოვიტეხე ლამის. მადლობა „ ქურქისთვის“! იმედია მარინა მომიტევებს იქ :)
ამ კომენტარისთვის მართლა დიდი მადლობა. ახლა მეც უნდა ვიმართლო თავი :) ზუსტად ცუდმა ნათარგმნმა მიბიძგა მეც მეთარგმნა, ის რომ წავიკითხე ხმამაღლა, ენა მოვიტეხე ლამის. მადლობა „ ქურქისთვის“! იმედია მარინა მომიტევებს იქ :)
9. მადლობა, რომ ღირსეულად მიიღეთ იუმორით შეფერილი შენიშვნა. ახლა სერიოზულად: მე პირადად ამ ლექსის უამრავ თარგმანს ვიცნობ, თქვენსაზე ცუდსაც და კარგსაც. ასაღები ნამდვილად არაა. პრობლემა მდგომარეობს შემდეგში. ეს ლექსი რომ ესენინის დაწერილი ყოფილიყო და ამ სტილით გეთარგმნათ, ზუსტად გადმოსცემდით ,, ხულიგანი” , დაბალი წრიდან გამოსული პოეტის ინტონაციას. რაც შეეხება მარინას, იგი არისტოკრატიული გარემოს პირმშო იყო, აღზრდილი. დაუკვირდით, რა საგნებს ჩამოთვლის - ქურქი, ძაღლისთავიანი ტროსტი და ლამუნა პლედიო, ანუ ანტურაჟის სამივე წევრი - ფუფუნებისკენ მიგვაპყრობინებს მზერას. ვიდრე სხვა შემნიშნავდეს, თავად ვიტყვი, რომ ცუდად არ ვიცნობ მის ბიოგრაფიას და ვიცი, რა უყო რევოლუციამ, რა საჩოთირო ამურული ამბებიც სდევდა, რა ფიზიკურ შრომას ეწეოდა იგი, ახალგაზრდობაში იტალიასა და საფრანგეთში, მონმარტზე მოსეირნე .... ეს სხვა თემაა, უბრალოდ სევდიან მა მოგონებებმა გამიტაცა. ჯვარედინად (!) გარითმულ ამ სადა ლექსში იგი, თავისებურად, ნოსტალგიურად, არისტოკრატად გამოიყურება. აი, ეს დაკარგეთ თარგმანში...
მადლობა, რომ ღირსეულად მიიღეთ იუმორით შეფერილი შენიშვნა. ახლა სერიოზულად: მე პირადად ამ ლექსის უამრავ თარგმანს ვიცნობ, თქვენსაზე ცუდსაც და კარგსაც. ასაღები ნამდვილად არაა. პრობლემა მდგომარეობს შემდეგში. ეს ლექსი რომ ესენინის დაწერილი ყოფილიყო და ამ სტილით გეთარგმნათ, ზუსტად გადმოსცემდით ,, ხულიგანი” , დაბალი წრიდან გამოსული პოეტის ინტონაციას. რაც შეეხება მარინას, იგი არისტოკრატიული გარემოს პირმშო იყო, აღზრდილი. დაუკვირდით, რა საგნებს ჩამოთვლის - ქურქი, ძაღლისთავიანი ტროსტი და ლამუნა პლედიო, ანუ ანტურაჟის სამივე წევრი - ფუფუნებისკენ მიგვაპყრობინებს მზერას. ვიდრე სხვა შემნიშნავდეს, თავად ვიტყვი, რომ ცუდად არ ვიცნობ მის ბიოგრაფიას და ვიცი, რა უყო რევოლუციამ, რა საჩოთირო ამურული ამბებიც სდევდა, რა ფიზიკურ შრომას ეწეოდა იგი, ახალგაზრდობაში იტალიასა და საფრანგეთში, მონმარტზე მოსეირნე .... ეს სხვა თემაა, უბრალოდ სევდიან მა მოგონებებმა გამიტაცა. ჯვარედინად (!) გარითმულ ამ სადა ლექსში იგი, თავისებურად, ნოსტალგიურად, არისტოკრატად გამოიყურება. აი, ეს დაკარგეთ თარგმანში...
8. მგონი პასუხს არ ელოდებით. კრიტიკა მივიღე. დიდი მადლობა. ავიღო? თუ, როგორი არ უნდა იყოს თარგმანი იმის ნიმუშად დავტოვო? თუ იყოს მაინც? თარგმანი მთარგმნელის მინისპექტაკლიაო და დონელი მწველავი რას დახატავდა არისტოკრატს? „აბა ჰეს“ ხელის ჩაქნევითაც , ნიშნის მოგებითაც ამბობენ ხოლმე და არა მხოლოდ დოლ- გარმონის დანახვისას, მგონი. „მგლის შუბა “ რომ დავწერე მანდ, აუცილებლად ბეწვი ხომ არ უნდა მეთქვა ? ან ტყავი? მეგონა რითმასაც მიაქცევდით ყურადღებას, რომ დედანისგან განსხვავებით მხოლოდ ჯვარედინი რითმის სუსტი მცდელობაა. მგონი პასუხს არ ელოდებით. კრიტიკა მივიღე. დიდი მადლობა. ავიღო? თუ, როგორი არ უნდა იყოს თარგმანი იმის ნიმუშად დავტოვო? თუ იყოს მაინც? თარგმანი მთარგმნელის მინისპექტაკლიაო და დონელი მწველავი რას დახატავდა არისტოკრატს? „აბა ჰეს“ ხელის ჩაქნევითაც , ნიშნის მოგებითაც ამბობენ ხოლმე და არა მხოლოდ დოლ- გარმონის დანახვისას, მგონი. „მგლის შუბა “ რომ დავწერე მანდ, აუცილებლად ბეწვი ხომ არ უნდა მეთქვა ? ან ტყავი? მეგონა რითმასაც მიაქცევდით ყურადღებას, რომ დედანისგან განსხვავებით მხოლოდ ჯვარედინი რითმის სუსტი მცდელობაა.
7. ერიჰაა! “აბა ჰეო”
ეს მარინა ცვეტაევას ლექსია, ვინმე დონელი მწველავისა კი არა, არისტოკრატულ ოჯახში აღზრდილნი ასე მეტყველებენ? ერიჰაა! “აბა ჰეო”
ეს მარინა ცვეტაევას ლექსია, ვინმე დონელი მწველავისა კი არა, არისტოკრატულ ოჯახში აღზრდილნი ასე მეტყველებენ?
6. ფლორენცია, მუხა, მადლობა :) ფლორენცია, მუხა, მადლობა :)
5. ცარიელი მადლობა რომ თარგმნეთ (მარინა ცვეტაევა) მომწონს ცვეტაევას პოეზია. ფლორენცია მადლობა ყურადღებისთვის, გავხსენი ლინკები და წავიკითხე ყველადერი. ცარიელი მადლობა რომ თარგმნეთ (მარინა ცვეტაევა) მომწონს ცვეტაევას პოეზია. ფლორენცია მადლობა ყურადღებისთვის, გავხსენი ლინკები და წავიკითხე ყველადერი.
4. https://www.rbth.com/arts/326353-5-intriguing-facts-poet-tsvetaeva
https://eksmo.ru/palata6/samye-nepoetichnye-fakty-o-marine-tsvetaevoy-ID15475420/ აი ამ ორ ლინკზეა კიდე (მე რომელიღაც ჟურნალში წავიკითხე და აქაც წერენ, პირველი ინგლისურადაა და მეორე კი რუსულად) მოკლედ, არ იყო ეს ქალი დედობისა და ცოლობისთვის. მეორეს გავიგებ და პირველს - ვერა :) https://www.rbth.com/arts/326353-5-intriguing-facts-poet-tsvetaeva
https://eksmo.ru/palata6/samye-nepoetichnye-fakty-o-marine-tsvetaevoy-ID15475420/ აი ამ ორ ლინკზეა კიდე (მე რომელიღაც ჟურნალში წავიკითხე და აქაც წერენ, პირველი ინგლისურადაა და მეორე კი რუსულად) მოკლედ, არ იყო ეს ქალი დედობისა და ცოლობისთვის. მეორეს გავიგებ და პირველს - ვერა :)
3. იმ დროს ძალიან რთული პერიოდი იდგა-მგონი რამდენიმე წელი ქმართან ერთად საზღვარგარეთ ცხოვრობდა...რთული ურთიერთობაც ჰქონიათ. საღამოობით საღამოებზე რომ ევლო, ბავშვებს მარტოს ტოვებდა საქოლის ფეხზე მიბმულს. მერე ბავშვთა სახლში ჩააბარა. მოკლედ ასეთი ისტორიაა. თუ წყარო გავიხსენე, სადაც წავიკითხე-მოვიწერები.გადაცემაც იყო რომელიღაც რუსულ არხზე, იქ მსუბუქად თქვეს რომ დედობისთვის არ იყო შექმნილი. იმ დროს ძალიან რთული პერიოდი იდგა-მგონი რამდენიმე წელი ქმართან ერთად საზღვარგარეთ ცხოვრობდა...რთული ურთიერთობაც ჰქონიათ. საღამოობით საღამოებზე რომ ევლო, ბავშვებს მარტოს ტოვებდა საქოლის ფეხზე მიბმულს. მერე ბავშვთა სახლში ჩააბარა. მოკლედ ასეთი ისტორიაა. თუ წყარო გავიხსენე, სადაც წავიკითხე-მოვიწერები.გადაცემაც იყო რომელიღაც რუსულ არხზე, იქ მსუბუქად თქვეს რომ დედობისთვის არ იყო შექმნილი.
2. თარგმანი კარგია და ლექსიც. როგორც ცნობილია რითმიანი ლექსის დიდოსტატი მარინა ცვეტაევა რუსეთის სახვითი ხელოვნების მუზეუმის დამაარსებლის მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორის, ივანე ცვეტაევის ქალიშვილი იყო. რა გაუჭირდა ისეთი. ფლორენცია,(შიმშილისაგან ვინ მოკლა , უმცროსი?-ვინ იყო), სად წერია ფლორენცია ეს ინფორმაცია, საინტერესოა, მე პირველად გავიგე. თარგმანი კარგია და ლექსიც. როგორც ცნობილია რითმიანი ლექსის დიდოსტატი მარინა ცვეტაევა რუსეთის სახვითი ხელოვნების მუზეუმის დამაარსებლის მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორის, ივანე ცვეტაევის ქალიშვილი იყო. რა გაუჭირდა ისეთი. ფლორენცია,(შიმშილისაგან ვინ მოკლა , უმცროსი?-ვინ იყო), სად წერია ფლორენცია ეს ინფორმაცია, საინტერესოა, მე პირველად გავიგე.
1. თარგმანი მომეწონა. აი ცვეტაევას კი, რაც გავიგე როგორ მიატოვა შვილები და შიმშილისგან მოკლა უმცროსი , ვერ ვგუობ-ცუდი დედა, რაც არ უნდა კარგ ლექსებს წერდეს, როგორ შეიძლება აწვდენდეს ხმას ადამიანის სულამდე?! თარგმანი მომეწონა. აი ცვეტაევას კი, რაც გავიგე როგორ მიატოვა შვილები და შიმშილისგან მოკლა უმცროსი , ვერ ვგუობ-ცუდი დედა, რაც არ უნდა კარგ ლექსებს წერდეს, როგორ შეიძლება აწვდენდეს ხმას ადამიანის სულამდე?!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|