| ავტორი: ფი-ფო ჟანრი: პოეზია 23 ივლისი, 2020 |
წერილი შვილებს,მამის არსებობა რომ დაავიწყდათ! ------------------------------------------------------------------------ როგორც ფრესკა,გადმომყურებს კედლიდან, თითქოს რაღაც "საგანგებოს" მანიშნებს! აჰა,ძმაო! შედეგი და ხვედრი და თუ დროულად ყველაფერი განიშნეთ! სანამ კედელს დაამშვენებს სურათად, სანამ ობლის ხვედრს შენც გაიზიარებ, სანამ შეძლებ გაუმკლავდე სულ ახალ, სულში ჩენილ მოურჩენელ იარებს... სანამ ფრთის ქვეშ გელის თავშესაფარი, ყველა ფონზე სანამ გრძელი ხიდია, გაიხსენე,-ბოლოს რჩება საფლავი... სადაც ჩვენი მამები რომ მიდიან... სანამ დაგღლის კერე-კუჩხის სისველე, კართან სანამ ბარდ-ეკალი ამოვა... სანამ მამა მანამ ვერ მოისვენებს, ყველაფერი კარგათ თუ არ გამოვა... სანამ შვილის მოდერდალი სახლშია, მასპინძელოს! დაძახილს ვინც იგონებს, სანამ მაძღრად დაკუნტრუშებ,არ გშია! სანამ ურმის თვალი აღმა იგორებს... სანამ -"უკვე,ყველაფერი დამთავრდა"- დაგჩემდება ტკივილიან ფიქრებად... შვილის ნატრულ მამას,-მოიცალეთ და დაურეკეთ,სანამ გვიან იქნება!... უთხარით,რომ -მინდა გელაპარაკო! წესზე,რიგზე,თუნდაც რჯულზე,ადათზე! შეგითანხმო უნდა ბევრი რამე და შეგედავო,-"უსაფუძვლო" კამათზე... ნუ იმორცხვებ,ნუ ფიქრობ რომ აწყინე, მამას უყვარს შვილის "სიბრძნის" მოსმენა... ოღონდ მამას ფიქრი გაუნაწილე, ნუ იქცევი ტკივილიან ოცნებად! დაურეკეთ,თორემ ბედი მუხთალი, უმამოს და ყარიბს სანამ დაგარქმევს, რეალობა,-გონის სულთამხუთავი, სხვანაირად სეირს სანამ განახებს... სანამ არსი ცხოვრებისა, იმ დღიდან, დაგჩემდება აცრემლებულ კითხვებად, სანამ იტყვით,-სევდა სხეულს მიბრდღვნიდა... დაურეკეთ! მერე გვიან იქნება!!!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ფიფო,ძალიან ემოციურუ ლექსია. ნეტა მყავდეს-აუცილებლად დავურეკავდი. იგრძნობა ამ ლექსში ავტორია ცხოვრებისეული გამოცდილება. ამ ლექსზე pearl jam ის სიმღერა გამახსენდა "cats in the cradle". 5 ფიფო,ძალიან ემოციურუ ლექსია. ნეტა მყავდეს-აუცილებლად დავურეკავდი. იგრძნობა ამ ლექსში ავტორია ცხოვრებისეული გამოცდილება. ამ ლექსზე pearl jam ის სიმღერა გამახსენდა "cats in the cradle". 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|