ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2020


მირზა გელოვანს

შენ პოეტობა ზენამ გარგუნა,
მეც პოეზიის ჭაპანს ვეწევი,
შენი ლექსები გულზე სალბუნად
მედება, ვცოცხლობ უფლის შეწევნით.

შენ პოეზიის ცეცხლი გეკიდა,
ვაჟასებურად მთებს უმღეროდი,
თქვენიანი ვარ დაბადებიდან,
ვამაყობ ჩვენი საქართველოთი.

მირზა, ამ ქვეყნის ისტორიაში
გაქვს სამუდამოდ სახელი გმირის,
შენ მოიხადე ერის წინაშე
ვალი მგოსნის და მამულიშვილის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები