ვგრძნობ, რომ სიბერე მომეპარა, თვალი ძველებურად აღარ მიჭრის, მუხლებსაც დაეტყოთ სიძაბუნე, ჩქარი სიარული უკვე მიჭირს. სახე დამექსელა ნაოჭებით, დარდი შემეჩვია ღამ-ღამობით, ბევრი შევისრულე, რაც მინდოდა, ბევრიც ჩამეფუშა, რას ვლამობდი. ზოგან კი დავლაშქრე მწვერვალები, ზოგან ეკალ-ბარდმა არ გამიშვა, ბევრი გამიწბილდა ოცნება და ბევრიც ავიხდინე, როგორც იშვა. ზოგი მეგობარი დღემდე მომყვა, ზოგიც მთის ნისლივით გამეფანტა, ბევრჯერ სიხარულით ზეცას მივწვდი, ბევრჯერ გული მწარედ გამეფატრა. ხშირად გამითენდა დღე ფერადი, ბოლოს შემეჩვია დილა თალხი, მაინც არ ვაპირებ დანებებას, სანამდის გავუძლებ, თავს არ დავხრი. არ მსურს დანებება, ჰე, სიბერევ, ჯერ ვერ მომერევი, ამას ვხვდები, გულში ახალგაზრდულ მგზნებარებას არ სურს შეეკვეცოს ლაღი ფრთები. კვლავაც ვიზეიმებ გამარჯვებას, მე ისევ მიხმობენ მწვერვალები, შენთან მეგობრობას ვერ ავიცდენ, მაგრამ დამაცადე, გევედრები.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ,,გულში ახალგაზრდულ მგზნებარებას არ სურს შეეკვეცოს ლაღი ფრთები."" ეგაა მთავარი, წარმატებები თქვენ. პ.ს.თქვენმა ბოლო კომენტარმა ისევ გადმომახედა თქვენს გვერდზე. ,,გულში ახალგაზრდულ მგზნებარებას არ სურს შეეკვეცოს ლაღი ფრთები."" ეგაა მთავარი, წარმატებები თქვენ. პ.ს.თქვენმა ბოლო კომენტარმა ისევ გადმომახედა თქვენს გვერდზე.
7. მადლობა, მეგობრებო. კრავაი ზვერელი, სიბერე, ალბათ, ყველასთვის იქნება,(ასაკი) მაგრამ დაბერება- არა(გარეგნულად) მადლობა, მეგობრებო. კრავაი ზვერელი, სიბერე, ალბათ, ყველასთვის იქნება,(ასაკი) მაგრამ დაბერება- არა(გარეგნულად)
6. მაინც არ ვაპირებ დანებებას, სანამდის გავუძლებ, თავს არ დავხრი.---ჰოდა, არდანებდე, მანანა.
მოდის ის დრო, როცა სიბერე არ იქნება. მაინც არ ვაპირებ დანებებას, სანამდის გავუძლებ, თავს არ დავხრი.---ჰოდა, არდანებდე, მანანა.
მოდის ის დრო, როცა სიბერე არ იქნება.
5. როგორი ნამდვილი ლექსია, თავის მწარე და ტკბილი ჩანართებით. მომეწონა, რომ ოპტიმიზმი და კვლავ ახალგაზრდული შემართება ჩანს ბოლო სტროფებში. როგორი ნამდვილი ლექსია, თავის მწარე და ტკბილი ჩანართებით. მომეწონა, რომ ოპტიმიზმი და კვლავ ახალგაზრდული შემართება ჩანს ბოლო სტროფებში.
4. გაიხრეთ, ჩემოკარგებო. სიბერემაც იცის შეუმჩნევლად მოპარვა :( გაიხრეთ, ჩემოკარგებო. სიბერემაც იცის შეუმჩნევლად მოპარვა :(
3. ბებიაჩემი ამბობდა "ტკბილი სიბერე არ არსებობსო". სუბერისნაირი მწარე არაფერიაო-ბოლო წლებში თვალში ვეღარ ხედავდა და ვერ კითხულობდა. სანამ კითხვა შემეძლება,სიბერე ვერ შემაშინებს . თქვენ კი მგონი სიბერისგან ძალიან შორს ხართ და მასთან მეგობრობა ჯერ ადრეა. სიბერეს-0 ლექსს-5 ბებიაჩემი ამბობდა "ტკბილი სიბერე არ არსებობსო". სუბერისნაირი მწარე არაფერიაო-ბოლო წლებში თვალში ვეღარ ხედავდა და ვერ კითხულობდა. სანამ კითხვა შემეძლება,სიბერე ვერ შემაშინებს . თქვენ კი მგონი სიბერისგან ძალიან შორს ხართ და მასთან მეგობრობა ჯერ ადრეა. სიბერეს-0 ლექსს-5
2. ძალიან მომეწონა. სიბერის ყველას ეშინია ,მაგრამ სიბერემდე მისვლას ყველა ნატრობს ტკბილ და ბედნიერ სიბერეს გისურვებ, კარგო მანანა,
ძალიან მომეწონა. სიბერის ყველას ეშინია ,მაგრამ სიბერემდე მისვლას ყველა ნატრობს ტკბილ და ბედნიერ სიბერეს გისურვებ, კარგო მანანა,
1. +2
"მე მიღალატეს ძველმა რითმება (ძველ მეგობრებსაც ვამჩნევ მე ღალატს) გამახსენდა გალაკტიონი
+2
"მე მიღალატეს ძველმა რითმება (ძველ მეგობრებსაც ვამჩნევ მე ღალატს) გამახსენდა გალაკტიონი
|
|
მონაცემები არ არის |
|
|