| ავტორი: შოთიკო ჟანრი: პოეზია 14 ივლისი, 2020 |
გაზაფხულის წვიმასავით ლამაზია შენი თმები, რაც წახვედი იმის მერე, ო რა ძლიერ მენატრები. არ მქონია არასოდეს, ასე მწარე მე დარდები, რომ ვერ გხედავ, ვერც გეხები, განვიცდი და მედარდები. შენი თმების სურნელება, შენი კოცნა შევიყვარე, ახლა ვფიქრობ ასე ძლიერ, მე შენ როგორ შეგიყვარე. რომ გხედავდი ანათებდი, ვით ბნელ ცაზე თეთრი მთვარე, ისე გაქრი და წახვედი, სამამდეც ვერ დავითვალე. მე შენს გამო სიყვარულთან, დარცხვენილი ბოდიშს ვიხდი, რომ გაზაფხულს ათას ფერში, კვლავ უშენოდ გადავიხდი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ვუსურვებ ყველას ორმხრივ სიყვარულს-უმისოდ გადახდა რთულია ვუსურვებ ყველას ორმხრივ სიყვარულს-უმისოდ გადახდა რთულია
1. სიყვარულოო, ვინ რა იცის რა ხარო, უხილავი სატკივარი რამ ხარო. სიყვარულოო, ვინ რა იცის რა ხარო, უხილავი სატკივარი რამ ხარო.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|