 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 18 ივლისი, 2020 |
შენ უკეთ იცი, ღმერთო ჩემო, შვილმკვდარი დედის თვალებში არსებული მისტერია, სრული ნიჰილიზმი, დაუსრულებელი ქაოსი, ტკივილის ჩუმი მუსიკა... ---------------------------------------------------------------------- სიკვდილს ყოველთვის ერთი ნაბიჯით უსწრებენ. ყველა მათგანი, სწორედ მაშინ გარდაიცვალა პირველად, როდესაც შვილის ცხედართან, მეზობელმა ან ნათესავმა, მეგობარმა, კლასელმა, ან სულაც უცნობმა თანამშრომელმა მეჩვიდმეტე კანონის წაკითხვა დაიწყო... ------------------------------------------------------------------------ სწორედ ამიტომ, საკუთარი გარდაცვალება მხოლოდ გამოღვიძებაა მათთვის და შანსი, შვილთან შესახვედრად. არაფერია იმაზე საშინელი სანახავი, როდესაც მშობელი მიწას აყრის შვილის ჩასასვენებელს. ყველა შვილმკვდარი დედა სამოთხეში უნდა ხვდებოდეს... ჯოჯოხეთში იმაზე უარესი არაფერი დახვდებათ, რასაც აქ ხედავენ. რა ეშმაკი შემომიჩინე, ღმერთო, ამას რომ მაწერინებ? -------------------------------------------------------------------------- რამდენიმე დღის წინ მეგობარი დავკრძალეთ. ჯერ მხოლოდ საუკუნის მეოთხედმოლეული იყო, არც კი, მალე უნდა გამხდარიყო ოცდახუთის... ახლაც ჩამესმის დედამისის სიტყვები, რომელსაც ქვითინს ამოურევდა ხოლმე ლუღლუღით: გამაღვიძეთ ვინმემ, ხალხი არ ხართ? ჩემი შვილი აწი ვეღარ გაიღვიძებს, მე მაინც გამაღვიძეთ, ვინმემ... ვინძლო, შვილის გაღვიძებას უფრო ნატრობდა, მაგრამ... შვილმკვდარ დედებს სასწაულების აღარ სჯერათ... ღმერთო, ნუ გამოაღვიძებ ჩემი მეგობრის დედას! ------------------------------------------------------------------------ ჩემს მეგობარს მცირეწლოვანი გოგონა დარჩა ობლად...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. C'est la vie C`est la vie
3. ძალიან მძიმედ წავიკითხე, უკომენტაროდ! ძალიან მძიმედ წავიკითხე, უკომენტაროდ!
2. ჟანრი მეც ვერ მოვუფიქრე, მარა უფრო პოეზიაა, ვიდრე პროზა ან სხვა :) ჟანრი მეც ვერ მოვუფიქრე, მარა უფრო პოეზიაა, ვიდრე პროზა ან სხვა :)
1. რა მძიმე თემაა, ვერ წავიკითხე პოეზიად, მაგრამ ძალიან სადად (და ეს საუკეთესო გზაა) მოყოლლილი ამბავია, ძლიერი შეგრძნებებით და ემოციებით. რა მძიმე თემაა, ვერ წავიკითხე პოეზიად, მაგრამ ძალიან სადად (და ეს საუკეთესო გზაა) მოყოლლილი ამბავია, ძლიერი შეგრძნებებით და ემოციებით.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|